მსოფლიო დასუფთავების დღე კასპის მუნიციპალიტეტში

დამატების თარიღი: 19 September 2021 / 12:58

მწვანე მოძრაობა lets Do It საქართველოს ხელმძღვანელობით 18 სექტემბერს, ქალაქ კასპში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და ჩვენი მოხალისეების ჩართულობით დასუფთავდა 4 ლოკაცია, მთლიანად შევაგროვეთ 300 კილომდე ნარჩენი.
ამას გარდა არ შემოვიფარგლეთ მხოლოდ დასუფთაევბის აქციით და გადავწყვიტეთ ყველა ჩვენს პარტნიორ მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი თემატიკით მოგვეხატა კედლები, (Street art) რომელიც დაკავშირებულია ეკოლოგიასთან, კედლების შინაარსია – არ არსებობს პლანეტა B
 ProCredit Bank Georgia – პროკრედიტ ბანკი საქართველო და lets Do It საქართველოს თანამშრომლობის შედეგად საფუძველი ჩაეყარა ნარჩენების სეპარირებული შეგროვების უზრუნველყოფას. რის შემდეგადაც პლასტმასის მიმღებ და გადამამუშავებელ კომპანია „პოლივიმში“ მოხდა ჩვენ მიერ შეგროვებული ნარჩენების ჩაბარება .
Let’s Do It საქართველო მადლობას უხდის ყველა ლიდერს, ორგანიზაციას, მუნიციპალიტეტსა და თითოეულ მოხალისეს, ვინც აქტიურად იყო ჩართული ჩვენს ღოონისძიებაში.
ასევე მადლობას ვუხდით ProCredit ბანკსა და ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერისთის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace