,,კავკასიის ახალგაზრდული კავშირი’’ (CaYNex) საქართველოს მასშტაბით, ერთადერთი არასამთავრებო ორგანიზაციაა, რომელიც მონაწილეობას იღებს პროექტ ‘’masterpeace’’- ში. პროექტში გაერთიანებულია მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის: (ნეპალი, ავღანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ბანგლადეში, ეგვიპტე, ინდოეთი, თურქეთი, სომხეთი…) იგი მიზნად ისახავს მუსიკალური აქტივობების მეშვეობით მსოფლიოში მშვიდობის გავრცელებას და ერთმანეთის მხარდაჭერას. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1981 წელს მშვიდობის საერთაშორისო დღედ 21 სექტემბერი დააარსა. გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო მშვიდობის პროექტი ”masterpeace”, სწორედ მშვიდობის გავრცელებას ისახავს მიზნად, ამ დღის აღსანიშნად, საერთაშორისო მასშტაბით მრავალ ქვეყანაში განხორციელდა კონკრეტული აქცია, რომელიც მოიცავდა, სხვადასხვა სახის მუსიკალურ ღონისძიებებს. აქციის მთავარ გზავნილს ”Creating peace together” წარმოადგენდა. 2013 წლის 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია, თბილისში კავკასიის ახალგაზრდული კავშირის (CaYNex)-ის ორგანიზებით გაიმართა. აქციის მთავარ მიზანს მსოფლიოში მშვიდობიანი ცხოვრების სურვილის გამოხატვა წარმოადგენდა. არასამთავრობო ორგანიზაცია (CaYNex)-ის წევრები პროექტ ”masterpeace”- ის ფარგლებში შეეცადნენ საზოგადოებისათვის მშვიდოების ერთად შენება მოეწოდებინათ.
[youtube id=”TfXItNkeO3g” width=”600″ height=”350″]