მშვიდობის საერთაშორისო დღე “დამაკავშირებელი კედლები”(Walls of Connection)

დამატების თარიღი: 22 September 2016 / 17:05

2016 წლის 21 სექტემბერს მშვიდობის საერთაშორისო დღის ფარგლებში “მასტერფის საქართველოს” და “კავკასიის ახალგაზრდული კავშირის” ორგანიზებით გრაფიტით ხატვის აქცია მოეწყო. მასტერფის საქართველოს კლუბი მსოფლიოს 40 ქვეყანასთან ერთად საერთაშორისო მოძრაობას “დამაკავშირებელი კედლები”(Walls of Connection) შეუერთდა. აქციის მიზანი კედლების ალტერნატიული ფუნქციის წარმოჩენაა, რომელიც საზოგადოების განცალკევების მაგივრად დამაკავშირებელ ფუნქციას ასრულებს. მხატვრული ნამუშევრები მშვიდობის თემატიკას ეხება, რომლებშიც ხელოვნების საშუალებით კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაცია ხდება. მასტერფისის მოძრაობა მადლობას უხდის რუსთავის ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრს მხარდაჭერისთვის.

ნახატის ავტორი: თორნიკე მელიქიძე

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace