შეზღუდვებმა, მეგობრებთან ერთად დროის ვერ გატარებამ და უბრალოდ ადამიანებთან ყოფნის დანაკლისმა თითოეულ ჩვენგანზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა. გამოწვევებით სავსე წელიწადს ჩვენი ემოციური მდგომარეობაც დაემატა და კიდევ უფრო იმატა ინტერესმა სიმშვიდისა და ჰარმონიული ცხოვრების წესის მიმართ.
იმისათვის, რომ ვიპოვოთ სიმშვიდე და უკეთ შევიმეცნოთ საკუთარი თავი შევქმენით 6 დღიანი გამოწვევა „ნაბიჯ-ნაბიჯ სიყვარულით“, რომელიც მიზნად ისახავს დადებითი ემოციები შემოიტანოს ჩვენს ყოველდღიურობაში და დაგვეხმაროს დავაბალანსოთ არსებული ემოციები.
გამოწვევაში მონაწილეობა მარტივია. უნდა გააზიაროთ ჩელენჯერის ტექსტი, რომელიც ქვემოთ იქნება მითითებული, მონიშნოთ @MasterPeace Georgia, მოიწვიოთ მინიმუმ 1 მეგობარი, დაემატოთ გამოწვევის ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/5017561631647947
და ჩაერთოთ ჩვენს ყოველდღიურ საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებში.
არ დაიზაროთ საკუთარ თავზე ზრუნვა.
გამოგვყევით.
„მივიღე გამოწვევა „ნაბიჯ-ნაბიჯ სიყვარულით“ და ვიწვევ (აქ უნდა დათაგოთ ის ადამიანი, რომელსაც მოიწვევთ მონაწილეობისათვის). გამოწვევის ფარგლებში 6 დღის განმავლობაში ყოველ დღეს დავიწყებთ მზის მისალმებით და დავასრულებთ მედიტაციით, ასევე შევეცდებით მოვაწესრიგოთ ჩვენს შიგნით და ჩვენს გარშემო არსებული არეულობები. გავასუფთავებთ და ვიმსჯელებთ ტოქსიკური სოც-მედია საშუალებების უარყოფით გავლენაზე, მივწერთ წერილს საკუთარ თავს მომავალში. დანარჩენს კი ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ შემოვუნახავთ ჩვენი გამოწვევის მონაწილეებს.“
სასიამოვნო 6 დღის მიღმა გპირდებით, რომ შეგიქმნით გარემოს სადაც თავს კომფორტულად იგრძნობთ.