ხედავთ ნაგავს?
სტატისტიკა შემაძრწუნებელია. განვითარებულ სამყაროში საშუალოდ 600 კილოგრამი ნარჩენი გროვდება თითო ადამიანის მიერ ყოველ წელს. ამ ნაგვის უდიდესი ნაწილი არ გადამუშავდება და აბინძურებს გარემოს, იქნება ეს ხმელეთი, თუ წყალი.
ეს რიცხვები ადამიანისთვის რთული აღსაქმელია. მილიონობით ტონა ნაგავი, რომელიც თითოეულ წელს გროვდება, უფრო რთული წარმოსადგენია, ვიდრე ერთი კილოგრამი ნაგავი მიმოფანტულიეზოში. ამისთვის მოგიყვანთ მაგალითს. საშუალოდ, ყოველ წელს 9 მილიარდი კილო პლასტმასი აღმოჩნდება ოკეანეებში, ეს იგივეს იწონის, რასაც 112 ათასი დიდი ზომის თვითმფრინავი. მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. იმდენად შევეჩვიეთ ნაგვის არსებობას, რომ მის მიმართ იმუნიტეტი გამოგვიმუშავდა.
ყოველ ჩვენგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს დასუფთავებაში. კარგად დააკვირდით თქვენს მიმდებარე ტერიტორიებს სახლთან ახლოს. რამდენ ნაგავს იპოვით ერთი გასეირნების შემდეგ?
ერთ-ერთი უმთავრესი გზა ნარჩენებთან საბრძოლველად არის მოხალისეების ქსელი. Let’s Do It! მსოფილო უხმობს მოხალისეებს დედამიწის გარშემო რათა მიიღონ მონაწილეობა უდიდეს დასუფთავების ღონისძიებაში 15 სექტემბერს. ამ პროექტის მიზანია, მოვუწოდოთ ხალხს, დაინახონ ნაგავი ჩვენ გარშემო. ცნობიერების ამაღლებას მოჰყვება სურვილი, რომ მივიღოთ ზომები სიტუაციის შესაცვლელად. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან. გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე letsdoitgeorgia@gmail.com
#ერთადდავასუფთაოთსაქართველო
#საქართველონარჩენებისგარეშე
#ჩვენგვინდასუფთასაქართველო
#არადაბინძურებას