კავკასიის ახალგაზრდული კავშირის პრეზიდენტი გიორგი აზარიაშვილი იმყოფებოდა ესტონეთში, ევროკავშირი-ნატოს 2016 წლის მრგვალ მაგიდაზე. 31 მარტს ტალინში გაიმართა შეხვედრები ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, პროექტი განხორციელდა ნატოს სამართველოს, ესტონეტის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ესტონეთის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, დიდი ბრიტანეთის საელჩოს, ნატოს კიბერ თავდაცვის თანამშრომლობის ცენტრის და საერთაშორისო თავდაცვისა და უსაფრთხოების ცენტრის ორგანიზებით.
კონფერენციის მთავარი თემა იყო ნატო და ევროკავშირი, ჰიბრუდული ომის საფრთხეების ერთობლიხი გადაწყვეტა, ევროკავშირის ახალი გლობალური სტრატეგია, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, მომავალი ვარშავის სამიტი, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან წამოსული საფრთხეების მოგვარება. დისკუსიებს უძღვებოდნენ საერთაშორისო ექსპერტები: პროფესორი ჯულიან ლაინდლი-ფრენჩი, მეთაური ქურთ ენგელენი, ბელგიის წარმომადგენელი ნატოს სამხედრო კომიტეტში, ჯეიმს შეერი- რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის ასოცირებული მკვლევარი, დოქტორი ანდრეს რაჩი, მეთაური ჰანს ჰიუგენსი, პოლკოვნიკი აივარ ჯაესკი – ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი, კონფერენცია გახსნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა ქალჯურანდმა და გერლინდე ნეიჰუსმა – ღონისძიებების დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი ნატოს შტაბ ბინაში.
კონფერენციას ესწრებოდნენ ახალგაზრდა პროფესიონალები და სტუდენტები 31 ქვეყნიდან, მათ შორის ევროკავშირის, ნატოს წევრი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, ასევე ახალგაზრდები რუსეთიდან, არგენტინიდან, ისრაელიდან და ინდონეზიიდან.