ონლაინ სემინარი “რატომ დარჩი?

დამატების თარიღი: 04 March 2021 / 22:52

გვსურს მოგიწვიოთ ჩვენი პროექტი „რატომ დარჩი?“-ს პირველ ონლაინ სემინარზე რომელიც გაიმართება 14 მარტს 19:30 საათზე (ZOOM).
ახალგაზრდული ინიციატივა „დარჩი“-ს მისიაა:
ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების თვითდასაქმებასა და ეკონომიკურ გაძლიერებას მათ საცხოვრებელ თემში, განათლების, სოციალური მეწარმეობისა და ახალგაზრდული აქტივიზმის გზით.
პირველი სემინარის სტუმარი იქნება ახალგაზრდა მეწარმე – ბორის კიკნაძე, Forbes 30 under 30 ერთ-ერთი გამარჯვებული. ის არის დამფუძნებელი რამდენიმე წარმატებული სტარტაპის მათ შორის, wehelp.ge, PawwwN, Beard Bar. იგი ასევე იყო საქართველოს ბანკის CSR ის ხელმძღვანელი. ამჟამად ბორისი FortuneJack-ის და Orbital Gaming-ის აღმასრულებელი დირექტორია. იგი ასევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის YTILI პროგრამის ალუმნია და რამდენიმე ორგანიზაციის, საქველმოქმედო ფონდის ბორდის წევრი.
სემინარის მოდერატორი იქნება – გიორგი აზარიაშვილი, კავკასიის ახალგაზრდული კავშირის დამფუძნებელი და ინიციატივა „დარჩი“-ს მენეჯერი.
 სემინარით თემა: – სოციალური მეწარმეობა და მისი მნიშვნელობა.
– მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას საქართველოს სხვდასხვა რეგიონიდან.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ „დარჩი“-ს გვერდზე.
რეგისტრაციის დედლაინი – 12 მარტი 18:00 საათი.
სემინარის ზუმის ლინკს მოგაწვდით სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ მეილზე.
სარეგისტრაციო ფორმა: https://docs.google.com/…/1FAIpQLSdUmxm8lng…/viewform
გისურვებთ წარმატებას და სულიერ სიმშვიდეს

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace