ორმხრივი შეტაკების შედეგად რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში დაიღუპა ოთხი ადამიანი

დამატების თარიღი: 30 May 2013 / 15:36

მოსკოვი (როიტერსი) – ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში, ხუთშაბათს, 23 მაისს პოლიციასა და ოთხ მუსლიმ შეიარაღებულ პიროვნებას შორის მომხდარი შეტაკებისას დაიღუპა ოთხივე ეჭვმიტანილი. ორი მათგანი მას შემდეგ მოკლეს, რაც მათ ხელყუმბარა ესროლეს პოლიციის ოფიცრებს, დანარჩენი ორი კი შემდგომ – ორმხრივი ცეცლის დროს. – ავრცელებს ინფორმაციას ინტერფაქსი

ორივე ინციდენტი დაღესტნის პროვინციაში დაფიქსირდა, რომელიც ბოლო დროინდელი მოვლენების ფონზე გახდა ძალადობის ეპიცენტრი მუსლიმი მებრძოლებისთვის, რომელთა მიზანსაც მუსულმანური სახელმწიფოს ჩამოყალიბება წარმოადგენს ჩრდილოეთ კავკასიაში, ახლოს იმ ადგილთან სადაც რუსეთი 2014 წლის ზამთრის ოლიმიადის ჩატარებას გეგმავს.

სამი პოლიციის ოფიცერი გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში, მას შემდეგ რაც მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს და ისროლეს ხელყუმბარა.ორი ეჭვმიტანილი მოგვიანებით პოლიციამ დოკუმენტების შემოწმების შედეგად აღმოაჩინა, ხოლო დანარჩენები ადგილობრივი სკოლის შენობაში იმალებოდნენ. – იტყობინებიან საინფორმაციო სააგენტოები.

„ორი ეჭვმიტანილი დაიღუპა ორმხრივი ცეცხლის შედეგად, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის დროს“ – ციტირებს ინტეფრაქსი ადგილობრივი გამომძიებლის ნათქვამს, რომლის სახელიც უცნობია.

სკოლის ადმინისტრატორი გარდაიცვალა გულის შეტევით, მას შემდეგ რაც მან დაინახა ეჭვმიტანილი საკუთარ სკოლაში – იუწყება “RIA”

გუბდენის გარეუბანში, 100 კილომეტრის მოშორებით ეპიცენტრიდან ორმხრივი სროლის შედეგან დაიღუპა ერთ-ერთი ეჭვმიტანილი და პოლიციის ოფიცერი.  – იუწყება ინტერფაქსი

ადამიანთა უფლებების დამცველები მიიჩნევენ, რომ ძალადობა ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში გამოწვეულია რელიგიური მოტივებით, აგრეთვე სიძულვილით ადგილობრივი კორუმპირებული ლიდერების მიმართ.

წყარო : http://news.yahoo.com/violence-russias-north-caucasus-kills-four-191559440.html

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace