პენსიაზე გასულმა ფარმაცევტმა 120,000 სიგარეტის ნამწვი შეაგროვა ქუჩებიდან ხელოვნების ნიმუშების დასამზადებლად

დამატების თარიღი: 16 June 2021 / 11:51

69 წლის ბაბუამ ზღვისპირა კურორტის ქუჩებიდან 120 000 სიგარეტის ნამწვი შეაგროვა, რათა შეექმნა მოწევის და დაბინძურების საწინააღმდეგო ხელოვნების ნიმუშები. პენსიონერი ფარმაცევტი Negweny El Assal იყენებს 8000-მდე ნამწვს მოზაიკის შედევრების შესაქმნელად. ასალი სამუშაო დღეებს ინგლისში, ზღვისპირა კურორტ ბლექპულში სეირნობაში ატარებს, რათა ქუჩები გაწმინდოს პლასტიკის დამაბინძურებლებისგან და ხელი შეუწყოს ბიზნესებს სიგარეტის ნარჩენების ურნების დაყენებაში.

 

ასალი ამბობს, რომ მას შეუძლია საათში დაახლოებით 3000 სიგარეტის ნამწვი აიღოს. მას შემდეგ, რაც მან დაიწყო თავისი ნებაყოფლობითი დასუფთავების მისია სამი თვის წინ, მან შექმნა დაახლოებით 50 ხელოვნების ნიმუში, მოწევის საწინააღმდეგო და ნაგვის საწინააღმდეგო შეტყობინებებით. თითოეული ქმნილების დასრულებას მას ერთი დღე სჭირდება. 

 

”მე მსურდა, რომ ჩემი მესიჯი უამრავი ადამიანისთვის გამეცნო. როდესაც გარეთ გავდივარ, ერთ ხელში ნარჩენის ამკრეფი მაქვს, მეორეში კი კალათი, რაშიც სიგარეტის ნამწვებს ვყრი.” – ამბობს ექვსი შვილის მამა და ოთხი შვილის ბაბუა. 

 

”მე ასევე ვთხოვ ბიზნესებს, დააყენონ სიგარეტის ჩასაყრელი ურნები, რომ ხალხმა შეძლოს ამ ნარჩენის სწორად განკარგვა.” ერთჯერად პლასტმასს ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ოკეანეების დაბინძურებაში, სადაც სიგარეტის ნამწვები და ფილტრები ყველაზე ხშირად გვხვდება. ”ხალხი ვერ ხვდება, რომ ფილტრები პლასტიკისგან მზადდება; ისინი ფიქრობენ, რომ ბამბაა ”, – ამბობს ეგვიპტელი გარემოს დამცველი. ”სიგარეტის ბოლოს თამბაქო ივსება ტოქსიკური ქიმიკატებით. ეს არ არის კარგი არც ადამიანისთვის და არც ცხოველებისთვის.”

 

ასალი იმედოვნებს, რომ მისმა პროექტმა შეიძლება დააკმაყოფილოს ახალი მკაცრი ევროპული რეგულაციები პლასტმასის დამაბინძურებლების განკარგვის შესახებ. მომავალში, სიგარეტის მწარმოებლებს გადახდა მოუწევთ დაგროვილი სიგარეტის ფილტრების გასუფთავებისა და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიისთვის – და ასალის საპილოტე პროექტმა თამბაქოს ფირმებს შეუძლია აჩვენოს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს პრობლემის მოსაგვარებლად.

 

მისი მისიაა ახლა მისი ხელოვნების გალერეის გახსნა, სადაც წარმოადგენს თავის ნამუშევრებს და გაავრცელებს ამ მესიჯს. იგი ასევე მიზნად ისახავს ადგილობრივ ბიზნესს უფასოდ მისცეს 1400 კედელზე დასამონტაჟებელი ურნა. ”ჩემი მიზანია სიგარეტის ნამწვით დაბინძურების აღმოფხვრა ბლექპულის ქუჩებიდან, რომელიც მსოფლიოს უჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება.” – ამბობს ასალი. 

წყარო: Good News Network, Jun 7, 2019, URL: https://www.goodnewsnetwork.org/pharmacist-has-collected-120000-cigarette-butts-for-art/ 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace