პოლიტიკური კრიზისი აფხაზეთში

დამატების თარიღი: 09 June 2014 / 13:25

ექსპერტები ვერ მივიდნენ ერთობლივ დასკვნამდე აფხაზეთთან დაკავშირებულ რევოლუციის მიზეზებსა და შედეგებთან დაკავშირებით. ჟურნალისტ ჯემალ ორხანის აზრით კრიზისი რუსეთის მიერ იყო პროვოცირებული. პოლიტოლოგ არკადი დუბნოვის თქმით, აფხაზეთის პრობლემები მხოლოდ და მხოლოდ აფხაზეთის შიდა პოლიტიკის საქმეა. კრიზისის წინაპირობები დიდი ხანია ვითარდებოდა აღნიშნავს პოლიტოლოგი ივლიანე ხაინდრავა.
27 მაისის ოპოზიციის გმაოსვლების შემდეგ, აფხაზეთის პარლამენტმა 29 მაის მიმართა აფხაზეთის პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს გადადგომის შესახებ. აფხაზეთში ჩავიდა რუსეთის დელეგაცია, რომლებმაც აწარმოეს მოლაპარაკებები კონფლიქტის მონაწილეებთან. 31 მაისს პარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს, რომ პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა დაინიშნოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად. ასევე დაინიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც გაიმართება 24 აგვისტოს. 1 ივნის ალექსანდრე ანქავბი გადადგა, ხოლო 2 ივნის პრემიერ მინისტრი ლეონიდ ლაკერბაია.
რაც შეეხება რუსეთის დელეგაციის როლს, რომელსაც პრეზიდენტის ასისტენტი ვ. სურკოვი უძღვება, განაცხადა, რომ მათ მოახერხეს სიტუაციის განეიტრალება, ანქვაბი გადადგება, ხოლო ოპოზიციამ გარანტიები უნდა შეუქმნას ექს- პრეზიდენტს.
აფხაზეთის პრობლემებზე საუბრისას ჯემალ ორხანი ამ ყველაფერს უკავშირებს რუსეთის სურვილებს, რომელთაც სურთ ამ ცვლილებეით ზეწოლა მოახდინონ საქართველოზე, რომელიც ემზადება ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელისმოსაწერად. ზუსტად მსგავსი სიტუაციით დაიწყო პრობლემები უკრაინაში, ეს იქნება პირდაპირი ზეწოლა თბილისზე, რომელსაც არ შეუძლია დაიცვას მოსახლეობა გალში. მისი აზრით დამატებითი მიზეზი შეიძლება იყოს რუსეთის ხელმძღვანელობის სურვილი, რომ ანქვაბის ნაცვლად, შეარჩიონ ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც მეტად დამჯერი და დამყოლი იქნება. ანქვაბს ეშინოდა, რომ მდიდარი რუსეთუ გადაყლაპავდა აფხაზეთს, შესაძლოა ახალი აფხაზეთის ხელისუფლება იქნება უფრო დამთმობი აფხაზეთის რუსეთთან მიერთების საკითხთან დაკავშირებით – განაცხადა ჯემალ ორხანმა.
სტატიის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ:
http://www.kavkaz-uzel.ru/articles/243764/#.U5Ab8u6p5HU.facebook

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace