დღე უნდა იწყებოდეს პოზიტიური განწყობით.
დღეს-დღეობით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას და შევინარჩუნოთ ემოციური ბალანსი. აქედან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალეთ, ახალგაზრდებისათვის შეგვეთავაზებინა ისეთი აქტივობა, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა მათ გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და ემსჯელათ იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც აღნიშნულ ვითარებაში გამოჩნდა.
ვფიქრობთ, რომ ჩვენმა მორიგმა აქტივობამ განსაკუთრებული წარმატებით ჩაიარა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს.
თქვენ კი მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მოწვეულ არტისტს სპეციალურად აქტივობისთვის შექმნილი პოსტერისათვის – David Kelberashvili.