პოსტ საბჭოთა ქვეყნებმა დამოუკიდებლად უნდა განსაზღვრონ საკუთარი საგარეო პოლიტიკა

დამატების თარიღი: 05 April 2013 / 00:04

25იანვარი 2013

ინტერვიუ:

სტივენ პფაიფერი – ‘’ბრუკინგსის ინსტიტუტის იარაღის კონტროლი’’-ს ცენტრის დირექტორი

რას უნდა ველოდოთ ამერიკის პოლიტიკისაგან რუსეთის მიმართ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში? მოხდება თუ არა პრიორიტეტების ცვლილება?

გასული წლის განმავლობაში  რუსეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობებში მრავალმა საკითხმა გამოიწვია დაძაბულობა. მათგან უკანასკნელი, მოსკოვის სამარცხვინო გადაწყვეტილება, ამერიკელებისათვის რუსი ბავშვების შვილად აყვანის აკრძალვა იყო. თუმცა, მიუხედავად ამ დაძაბულობისა მათი ინტერესები ისეთი სტრატეგიული საკითხებისაკენ არის მიმართული, როგორიცაა: ბირთვული შეიარაღების კონტროლი, ავღანეთში  სტაბილურობის ხელშეწყობა,  ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობის შესაძლებლობის აღმოვფხვრა  და ეკონომიკური ურთიერთობების შენება. მე მჯერა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია შეეცდება მუშობა განაგრძოს  ამ საკითხებთან დაკავშირებით რუსეთთან.  თუმცა უფრო მეტად ეს დამოკიდებულია რუსეთის საპასუხო ქმედებაზე, ვინაიდან პრეზიდენტი ობამა ნათად გამოთქვამს სურვილს  დაიწყოს  მოლაპარაკებების წარმოება ბირთვული იარაღის შემცირებასა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხების გადაჭრაზე. თუკი რუსები მზად არიან სერიოზულად განიხილონ ეს საკითხები, პრეზიდენტი მოხარული იქნება ამის გამო. თუმცა საპირისპიროს შემთხვევაში რთული გახდება პრეზიდენტის ინტერესის შენარჩუნება რუსეთთან ურთიერთობაში, რასაც ჩვენ ბოლო ოთხი წლის მანძილზე ვხედავთ.

პრეზიდენტ ობამას პირველი ვადის დროს პოსტ საბჭოთა სივრცე არ წარმოადგენდა პრეზიდენთისათვის პრიორიტეტს. ამავდროულად ამერიკის პოლიტიკა ამ სივრცეში ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს. რა წარმოადგენს ძირითად განსხვავებას რუსულ და ამერიკულ ინტერესებს შორის ამ რეგიონში?

მოსკოვი ცდილობს გავლენის  ან ‘’ პრივილეგირებული ინტერესების’’ სფეროს გაფართოებას  პოსტსაბჭოთა სივრცეში , სადაც მისი მეზობლები მიიღებენ რუსულ შეხედულებებს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთაც რუსეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ამერიკიის შეერთებული შტატები კი ამ ქვეყნებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად განიხილავს, რომელნიც თავისუფალი უნდა იყვნენ საგარეო პოლიტიკის წამოებაში. ამ ორ ხედვას შორის ფუნდამენტალური განსხვავებებია, რომელიც როგორც ვაშინგტონმა ისე მოსკოვმა უნდა გაითვალისწინოს.

უკრაინა და მასთან ერთად კიდევ ხუთი პოსტ საბჭოთა ქვეყანა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილეა, რომელიც ამ ქვეყნებს თავისუფალ სავაჭრო ზონასა და სხვა მრავალ პროექტს სთავაზობს. თქვენ გჯერათ ამ თანამშრომლობის წარმატების? მე ვიგულისხმე, ‘’ეჭვიანობს’’ რუსეთი ახალი მეტოქის პოსტ საბჭოთა სივრცეში გამოჩენაზე?

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანს  ამ ექვს პოსტ საბჭოთა სახემწიფოში რეფორმის ხელშეწყობა და მათი ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესება წარმოადგენს. იქმნება განცდა, რომ რუსეთი წინდახედულებას იჩენს აღმოსავლეთ პარტნიორობასთან. როგორც ჩანს, მოსკოვში შიშობენ, რომ ევროკავშირთან ახლო ურთიერთობები უაროფითად აისახება რუსეთის ინტერესებზე.

რუსეთმა უარი თქვა გაბალას სარადარო სადგურის გამოყენები ოპერაციაზე

აზერბაიჯანში. შესაძლოა  თუ არა ამ გადაწყვეტილებამ უარყოფითად იმოქმედოს მოსკოვი-ბაქოს ურთიერთობებზე და შეასუსტოს რუსეთის გავლენა რეგიონში, ირანის საზღვრებთან ახლოს?

ზუსტად არ ვიცი როგორ იმოქმდებს რუსეთის გადაწყვეტილება გაბალას უარყოფის შესახებ რუსულ აზერბაჯანულ ურთიერთობებზე ან შეასუსტებს ეს თუ არა რუსეთის გავლენას, თუმცა ჩემის აზრით მოსკოვის გადაწყვეტილება უფრო მეტად ასახავს დავას რადარის მომდევნო გამოყენების ფასთან დაკავშირებით.

რამოდენიმე წლის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი განაცხადეს ამ სარადარო სადგურის ერთობლივად მართვაზე. იმოქმედა ამ ფაქტმა ამერიკუ-რუსულ თავდაცვით მოლაპარაკებებზე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების შესახებ?

როდესაც აშშ-ს წარმომადგენლები მსჯელობდნენ ნატო-რუსეთის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით თანამშრომლობაზე, ერთ-ერთი უპირატესობა, რომელიც მათ დაასახელეს იყო არმავირსა და გაბალაში  რუსული რადარების ადრეული შეტყობინების ხელმისაწვდომობა . თუკი გაბალას რადიოსადგური აღარ განიხილება რუსეთის ხელმისაწვდომ სფეროდ, ვიმედოვნებ არმავირის რადიოსადგური შეითავსებს ფუნქციას.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace