რისკები კავკასიაში შეერთებული შტატებისა და რუსეთის ანტიტერორისტული თანამშრომლობისათვის

დამატების თარიღი: 10 May 2013 / 00:57

ამერიკის შეეერთებულ შტატებში განხორციელებული აფეთქებების შემდეგ, რომელიც ეთნიკურად ჩეჩენმა ძმებმა განახორციელეს, რუსეთი ცდილობს მოიპოვოს დამატებითი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და „ანტიტერორისტული ოპერაციის“ საფარ ქვეშ ჩაახშოს ჩრდილოეთ კავკასიაში აჯანყების კერები, მათ შორის ჩეჩნეთშიც.  ბაირამ ბალჩი მიიჩნევს რომ შეერთებულ შტატებს მართებს ფრთხილად მოეკიდოს ამ საკითხს,  წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია რისკი, რომ ამან ა.შ.შ-ს ზიანი მიაყენოს.

გასაკვირია ის რომ რუსეთი, პრეზიდენტი პუტინის მეთაურობით, აქტიურად მოუწოდებს შეერთებულ შტატებს დიდი ანტიტერორისტული თანამშრომლობისათვის. მაშინ როდესაც,  ჩნდება კითხვა, არსებობდა თუ არა ისეთი დაზვერვითი ინფორმაციები, რომელსაც შეეძლო ბოსტონის ტერაქტის თავიდან აცილება. მიუხედავად ამერიკელი ხალხის დიდი მწუხარებისა  და მიუხედავად იმისა რომ ხალხს ესაჭიროება დაუყოვნებლივ პასუხი კითხვებზე, მოსკოვი ვალდებულია სიფრთხილით მიუდგეს საკითხს.

თუმცა  თანამშრომლობა არის ძირითადი ამ კონკრეტულ საქმეში, მაგრამ ალბათ კონტრპროდუქტიული იქნება, რომ პუტინს მიეცეს უფლება, წამყვანი როლი ითამაშოს ამერიკის ანციტერორისტულ ოპერაციაში უფრო ფართო გაგებით.

1990-იანი წლების ჩეჩნური ომის ზემოქმედებამ და ჩრდილოეთ კავკასიასი განხორციელებულმა ძალადობრივმა რეპრესიებმა, მნიშვნელოვანწილად გაზარდეს ძალადობრივი ჯიჰადის მხარდამჭერები.

აუცილებელია თავშეკავება ყოველგვარი დასკვნებისა და შეფასებებისსაგან, სანამ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მაგრამ ჯერ კიდევ ვერ დადგინდა კავშირი ბოსტონში მომხდარ ტერაქტსა და საერთაშორისო ჯიჰადურ აჯანყებას შორის ჩრდილოეთ კავკასიაში.

ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ  „კავკასიის იმარატი“, რომელიც არის ლიდერი ტერორისტული ჯგუფი, იბრძვის მოსკოვის მმართველობის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში, ის ყოველთვის უპირისპირდებოდა რუსულ ინტერესებს, რუსეთის ადგილობრივ მოკავშირეებსა და „მოღალატეებს“. 2007 წლის შემდეგ, მათ თითქმის შეწყვიტეს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები.

ამ დრომდე არ დასტურდება კავშირი ძმებ ცარნაევებსა და კავკასიის იმარატს შორის. სავარაუდოა რომ ახალგაზრდა ტერორისტებმა ვერ გაუძლეს სასოწარკვეთილებასა და ნიჰილიზმს და იმოქმედეს მარტო, სმინდა სისულელის გავლენით.

მიუხედავად იმისა რომ ახალგაზრდა ძმებს ჰქონდათ ამერიკის მოქალაქეობა, მათ ვერ მოახერხეს გაევლოთ ადაპტაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

გარკვეული შეხედულებით, შეიძლება ისინი მივიჩნიოთ ტიპურად ჩეჩნების ახალგაზრდა თაობისა: დაბადებული დევნილობაში, შეძრული ოჯახური ისტორიებით დეპორტაციასა და ჩაგვრაზე , ტანდათანობით ჩამოყალიბებული ომის შეგრძნება და მძაფრი წყურვილი შურისძიებისა.

უამრავი ჩეჩენისთვის, ომი არასოდეს შეწყვეტილა. ის ისევ მიმდინარეობს და არ აქვს მნიშვნელობა იმას თუ სად იმყოფებიან ისინი.

ბოსტონის ტერაქტი იყო კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ რუსეთმა და ა.შ.შ-მ მჭიდროდ უნდა ითანამშრომონ ერთმანეთთან რათა გამოხატონ მკვეთრი პოზიცია ტერორიზმის აღმოფხვრის გზაზე.  ეს არ უნდა გახდეს დავის საგანი, მიუხედავად იმისა რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს გააჩნიათ განსხვავებული შეხედულებები იმაზე, თუ რა არის ტერორიზმი და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას.

რუსულ ჩრდილოეთ კავკასიაში, კონტრ ტერორისტული ოპერაციები ხორციელდება რუსული დროშის ქვეშ და თავის გზაზე ანადგურებს ყველანაირ წინააღმდეგობას და ხშირად გამოირჩევა ფუნდამენტური ადამიანური უფლებების უგულვებეყოფით.

უფრო მჭიდრო ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან ემსახურება პუტინის მიზანს, რადგან ის იმედოვნებს რომ, ამ შემთხვევაში,  ვაშინგტონი ნაკლები კრიტიკით მიუდგება რუსულ ოპერაციებს კავკასიაში. ამ დრომდე, ჩეჩნურ ტერორიზმს არ ჰქონია არანაირი პირდაპირი შეხება ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები უფრო მჭიდროდ ჩაერთვებოდეს რუსულ ჩეჩნურ საკითხებში, ა.შ.შ-ს ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს რომ ჩეჩნური ტერორიზმი, დიდწილად არის რუსული კოლონიალური და რეპრესიული პოლიტიკის შედეგი, რომელიც სათავეს იღებს XIX საუკუნის შუა წლებიდან.

მიუხედავად თავდაპირველი დაპირებებისა, საბჭოთა რეჟიმმა გააკეთა უფრო უარესი.

სტალინურმა „წმენდამ“ შეიწირა დაახლოებით 50 000 ჩეჩენი 1930 წელს. 1944-ში მთელი ჩეჩნური მოსახლეობა, სატვირთო ვაგონებით, გაასახლეს ყაზახეთის სტეპებში. მათი მესამედი გადასახლების დროს დაიღუპა. დარჩენილი ნაწილი,მძვინვარებით დაინფიცირებული, გადარჩა დევნილობაში.

რუსული და საბჭოთა ტერორი გაგრძელდა ელცინის ქაოტური მმართველობით და შემდეგ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლით. 1994-1999 წლების ომები წარიმართა დამოუკიდებლობის მოთხოვნის სახელით.  მაგრამ დრომ აჩვენა რომ 200 000 სიცოცხლე, რომელიც ამ ომებს შეეწირა იყო ამაო, რადგან „ჩეჩნური საკითხი“ ისევ გადაუწვეტელი რჩება რუსული სახელმწიფოსა და ჩეჩენი ხალხისათვის.

ბორის ელცინი და პუტინი უნდა იყვნენ პასუხისმგებლები იმ საშინელებებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1990-იან წლებში, რადგან მათ მოახერხეს იმ მოსახელეობის რადიკალიზაცია, რომელიც იყო უფრო საერო და ნაციონალისტური ვიდრე სხვა მუსულმანური პროვინციები, რომლებიც შედიოდნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.

მიუხედავად ამ რთული ისტორიისა, აუცილებელია რომ შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა გააძლიერონ თანამშრომლობა რათა დარწმუნდნენ რომ ეს იყო ჩრდილოეთ კავკასიისგან იზოლირებული ტერორისტული აქტი.

მაგრამ ამერიკის ადმინისტრაციამ უნდა იმოქმედოს ფრთხილად და გაითვალისწინოს საუკუნეების განმავლობაშ მიმდინარე რუსულ-ჩეჩნური დაპირისპირება, რადგან არასწორი მოქმედებით ხელი არ შეუწყოს ჩრდილოეთ კავკასიაში, ანტი რუსულ განწყობას, ანტი ამერიკული განწყობაც დაუმატოს.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace