რუსეთმა აფახეთს შესთავაზა ხელშეკრულების თავისი ვარიანტი თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ. რუსეთს განზრახული აქვს მთელი რიგი ქმედებებისა, რომელიც დაახლოებს ერთმანეთთან ორ “ქვეყანას“, რომელთაგანაც უმთავრესია ურთიერთობის გაღრმავება სამხედრო სფეროში. პროექტის ტექსტი იმასაც არ გამორიცხავს რომ შეიქმნას ერთიანი შეიარაღებული ძალები. ამავდროულად საკუთარი ჯარი – აფხაზეთის ერთ-ერთი საფუძველია იდენტობის, დამოუკიდებლობის და ბოლომდე გადაწყვეტილი არაა რომ ეს ხელშეკრულება ერთმიშვნელოვნად დადებითად იქნება შეფასებული.
აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტში შეტანილ იქნა პროექტი, თანამშრომლობისა და რუსეტთან ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით. პროექტი მოსკოვის მიერაა შემოთავაზებული და სოხუმის განცხადებით, ის შესაძლოა დაექვემდებაროს კორექტირებას. უპირველეს ყოვლისა აფახაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება გამოაქვეყნებს თავის უკურეაქციას, რიშ შემდეგაც შეიქმნება სამუშაო ჯგუფი რუსეთის მხარესთან საბოლოო შეთანხმების მისაღწევად.
ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ეხება გაფართოებულ სამხედრო თანამშრომლობას, ამ თანამშრომლობის რამდენიმე მუხლი კი მოიცავს გაერთიანებული სამხედრო ძალების შექმნას. თუმცა ამ გაერთიანებული ჯარის რაოდენობა, და რაც მთავარია იურიდიული სტატუსი ხელშეკრულების ჯერ არ არის დაწერილი, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს მრავალნაირი ინტერპრეტაცია ამ საკითხისა, მათ შორის გაერთიანებული ჯარის დაქვემდებარება რუსედიის ფედერაციის ხელმძღვანელობის ქვეშ.
თავდაპირველად იდეა სამხედრო თანამშრომლობის შესახებ გაჩნდა 5 წლის წინ, თუმცა მანამდე ის იყო მხოლოდ დეკლარირებული განძრახვა, სამხედრო და პოლიტიკური სიტუაციიდან და ასევე რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფილებიდან გამომდინარე, მხარეები მიიჩნევენ, რომ საჭიროა საერთო ჯარის ჩამოყალიბება.
სავსებით ლოგიკურია, რომ ხელშეკრულების თანახმად თავდასხმა ერთ რომელიმე “სახელმწიფოზე“, ავტომატურად გულისხმობს თავდასხმას მეორეზე.
დღესდღეობით აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულია 5 000 რუსი სამხედრო, რაც ორჯერ მეტია აფხაზეთის მუდმივმოქმედ ჯარზე. იქნება თუ არა ეს ხელშეკრულება ორი ჯარის გამაერთიანებელი, თუ იქნება მხოლოდ აფხაზთა ჯარის გადახალისებისთვის, მიმდინარე დოკუმეტის ტექსტიდან გაურკვეველია, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ ვექტორი მიმართულია აფხაზი ჯარის ჩართვისკენ რუსეთის ჯარების სისტემასთან, თუმცა გაერთიანების შედეგადა აფხაზეთის ჯარების რაოდენობა იქნება მინიმალური ამ გაერთიანებაში მყოფი რუსეთის ჯარისკაცთა რაოდენობასთან შედარებით.
სტატიის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.gazeta.ru/politics/2014/10/13_a_6260101.shtml