რა პოლიტიკის გატარებას უნდა მოველოდეთ ობამას განახლებული გუნდისგან სამხრეთ კავკასიაში? დარჩება თუ არა პოლიტიკა იგივე, თუ უნდა ველოდოთ ცვლილებებს? როგორც ჩანს სამხრეთ კავკასია, თავისი შიდა პრობლემებით, არ უნდა იყოს პრიორიტეტი ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისთვის?
საეჭვოა რომ უახლოეს მომავალში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაატაროს ენერგიული პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. თუმცა რეგიონის სამხრეთით მიმდინარე კონფლიქტების გამწვავებამ შესაძლოა ყურადღების ცენტრში მოაქციოს რეგიონი. ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის ჯიჰადიზმის მზარდი საფრთხე და ზოგადად არასტაბილური სიტუაცია სირიაში, ერაყსა და ირანში. ამ საფრთხეებმა შესაძლოა ბიძგი მისცენ ოფიციალური ვაშინგტონისა და ბაქოს ურთიერთობების გაღრმავებას, რათა ნაწილობრივ მაინც გადაჭრან რეგიონში არსებული გამოწვევები. აზერბაიჯანის ფაქტორთან ერთად ასევე უნდა გავითვალისწინოთ თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენი, რომელიც დაცვას საჭიროებს სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მომავალი სუნიტური ჯიჰადის საფრთხისგან. იმისათვის რათა გავიაზროთ საფრთხის რეალურობა, საკმარისია გავიხსენოთ „კავკასიის იმარატის“ შეთქმულების აღმოჩენა და ჩაშლა წინა წელს, ასევე გადავხედოთ სუნიტი ჯიჰადისტებისა და ისლამისტების რიცხვის მატებას სირიასა და აზერბაიჯანის სამხრეთ ნაწილში.
აზერბაიჯანელი ანალიტიკოსების გარკვეულ ნაწილში არსებობს შიში რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა რეგიონში შეიძლება გახდეს პრო სომხური. შიშის საფუძველი გახდა ჯონ კერის დანიშვნა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე (ჯონ კერი ცნობილია თავისი კავშირებით სომხურ დიასპორათან) რას ფიქრობთ ამაზე?
ძნელი წარმოსადგენია რომ ჯონ კერის ექნება ამხელა ზეგავლენნა პოლიტიკის წარმოებაზე, რომელიც ძირითადად თეთრ სახლში იგეგმება. რასაკვირველია, ოდნავ უკეთესი ურთიერთობა ერევანთან, შესაძლოა დაეხმაროს მთიანი ყარაბახის პრობლემის დარეგულირებას, ეს კი თავისთავად გამოიწვევდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის თანამშრომლობის გაუმჯობესებას, რუსეთს კი უფრო მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს სომხეთთან ვიდრე აზერბაიჯანთან.
დამატებით, ერთი მაგალითი რომელიც გვიჩვენებს რომ ობამას ადმინისტრაცია, შესაძლოა, იძლებულია ჰქონდეს დაბალანსებული მიდგომები არის ის, რომ ახლახანს მიღებული პეტიცია სთხოვს თეთრ სახლს აღიაროს აზერბაიჯანელების გენოციდის მცდელობა სომხების მხრიდან, მათი თქმით მცდელობას ადგილი ჰქონდა მთიანი ყარაბახის ომის დროს ხოჯალთან.
სომხებს სურთ აამოქმედონ ახალი აეროპორტი ყარაბახში. ბაქომ და თანამეგობრობის წევრებმა უკვე დაგმეს ეს ფაქტი. როგორ გავლენას მოახდენს ეს ნაბიჯი (თუ აეროპორტი ამოქმედდება) რეგიონში არსებულ სიტუაციაზე?
ეს აშკარად პროვოკაციული მოქმედებაა, რომელმაც შეიძლება დაარღვიოს წონასწორობა და განაახლოს ღია კონფლიქტი, მაგრამ ვეჭვობ ასე მოხდეს. ყველაზე მოსალოდნელი სცენარი არის რომ რუსეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა დაარწმუნონ ერევანი რომ მათ უარი თქვან ამ გეგმაზე, ან გააძლიერონ ძალისხმევა კონფლიქტის გადასაჭრეელად.
შესაძლოა თუ არა გვქონდეს იმედი ყარაბახის კონფლიქტის დარეგულირებისა (რომელიც გაყინულია მოცემულ მომენტში) მიუხედავად იმისა რომ 2013 წელს აზერბაიჯანსა და სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნებია?
ალბათ არა, რადგან საპრეზიდენტო კანდიდატები იძლებულნი იქნებიან წარმოაჩინონ თავიანთი პატრიოტიზმი და მსგავსი სახით ჩაერთონ ნაციონალისტურ რიტორიკაში.
რა გავლენას მოახდენს უკანასკნელი მოვლენები (საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში) შეერთებული შტატებისა და ისრაელის გეგმებზე ირანთან მიმართებაში? (ომი თუ მშვიდობა? )
არ მიმაჩნია რომ არჩევნებმა რამე შეცვალეს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ურთიერთობები კვლავაც დაძაბულია. ჯერ კიდევ გასარკვევია პრეზიდენტი ობამას მომავალი ვიზიტი ისრაელში მოიტანს ურთიერთობების გაუმჯობესებას თუ არა და საკითხავია რამდენად შეძლებს იმ საფრთხეების დანახვას რის წინაშეც ისრაელი დგას, და იმის გაგებას თუ რა უნდა იყოს მისი, როგორც პრეზიდენტის როლი ამ პროცესებში. მიუხედავად ობამას დამთმობი პოზიციისა, ამერიკის პოლიტიკური რეალობა იმგვარია, რომ თუ ირანი შექმნის ბირთვულ იარაღს, ან ძალიან მიუახლოვდება მის შექმნას, ისრაელი და ალბათ ამერიკის შეერთებული შტატებიც, იძულებულნი გახდებიან გამოიყენონ ძალა, იმ შემთხვევაშიც კი თუ პრეზიდენტს ამის სურვილი არ ექნება.
ირანის უარი ჯო ბაიდენის შეთავაზებას, რომელიც მდგომარეობდა იმაში რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი დამსხდარიყვნენ ერთი-ერთზე მოლაპარაკების მაგიდასთან, არის ნათელი დემონსტრაცია იმისა რომ თითქმის შეუძლებელია მოლებთან მორიგება. მომავალი არჩევნები ირანში შესაძლოა იყოს უკანასკნელი შანსი რათა თავიდან იქნას აცილებული ომი. არსებული რეჟიმის ცვლილებამ ახალი რეჟიმით, შესაძლოა გააჩინოს მზაობა მოლაპარაკებისთვის და რეჟიმის სრული ინსპექტირებისთვის. ასევე მზადყოფნა იმისთვის რათა გადაიჭრას სხვა არსებული პრობლემები, მაგალითად როგორიცაა გამოყენებული საწვავის გაცვლა, რომელიც შეთავაზებულია ოფიციალური მოსკოვის მიერ.