სამუშაო შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში

დამატების თარიღი: 09 May 2019 / 18:09

9 მაისს, კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და მასტერფის საქართველოს წარმომადგენლები შევხვდით კასპის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს თამაზ ტატუნაშვილსა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსს თეა ხორბალაძეს!

შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი ორგანიზაციისა და კასპის მუნიციპალიტეტის მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები და დავსახეთ კონკრეტული გეგმები. კასპის მუნიციპალიტეტი ჩაერთვება კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და მასტერფის საქართველოს ორ პროექტში „ნაბიჯი წინ“ (“One step Ahead”) და “Act” (Artists Create Together), რომლის ფარგლებშიც კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები სოციალური მეწარმეობის შესახებ და ჩაერთვებიან ისეთ ახალგაზრდულ აქტივობებში როგორიცაა დამაკავშირებელი კედლები (“Walls of Connections”) და ციფრული ტექნოლოგიებით ამბის მოყოლა (“Digital Storytelling”).

კავკასიის ახალგაზრდული კავშირი და მასტერფის საქართველო მადლობას უხდის კასპის მუნიციპალიტეტის მერიას თანამშრომლობისთვის!

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace