24 სექტემბერს დავიწყეთ სემინარი გოტენბურგში, შვედეთში, რომელიც ტარდება ჩვენი Erasmus+ KA2 პროექტის პარგლებში. „ნაბიჯი წინ“, ანუ „One Step Ahead”, არის გრძელვადიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური მეწარმეობის განვითარებას მონაწილე ქვეყნებში. ეს კონკრეტული სემინარი კი წარმოადგენს ზემოხსენებული პროექტის მესამე ეტაპს, რომელსაც წინ უძღოდა ტრენინგი პოლონეთში და ადგილობრივი აქტივობები 4 პარტნიორ ქვეყანაში: საქართველოში, შვედეთში, მოლდოვაში და პოლონეთში.
სემინარი განკუთვნილია იმავე მონაწილეებისთვის, რომლებმაც ამ პროექტზე მუშაობა დაიწყეს პოლონეთში პირველი ტრენინგის ეტაპზე და განაგრძეს ადგილობრივი აქტივობების ჩატარება საკუთარ ქვეყნებში. მონაწილეები სემინარის განმავლობაში შეაჯამებენ თავიანთ შედეგებს, განიხილავენ სოციალური მეწარმეობის იდეებს დანარჩენ მონაწილეებთან ერთად და მოამზადებენ ორ პუბლიკაციას: გზამკვლევს სოციალური მეწარმეობის სწავლებისთვის და საკანონმდებლო რეკომენდაციებს ახალგაზრდულ მუშაობასთან და სოც. მეწარმეობასთან დაკავშირებით.
პროექტის მთავარი მიზნებია:
– არასამთავრობო ორგანიზაციების და ახალგაზრდული მუშაკების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა ხელი შეუწყონ სოციალური მეწარმოების პოპულარიზაციას.
– ამ საკითხებზე ახალი საგანმანათლებლო მიდგომების გამოკვლევა; ინოვაციური სასწავლო კურსების ჩამოყალიბება, დატესტვა და გავრცელება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვასწავლოთ ახალგაზრდებს სოციალური მეწარმეობის შესახებ როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ გარემოში.
– ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული ინსტრუმენტების მომზადება, მათი მხარდაჭერა და მენტორობა, რათა ხელი შევუწყოთ, რომ დაგეგმონ, გახსნან და აამუშაონ საკუთარი სოციალური საწარმოები, რომლებიც მდგრად და გრძელვადიან შედეგს მოუტანენ ადგილობრივ საზოგადოებას.
– საუკეთესო პრაქტიკების და გამოცდილების გაზიარება იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც საერთო მიზნებისთვის მუშაობენ.
– საკანონმდებლო რეკომენდაციების შემუშავებით სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა.
მიმდინარე სემინარის განმავლობაში მონაწილეები იმუშავებენ ამ მიზნების მიღწევისკენ და პირველი ტრენინგის შედეგად მიღებულ თეორიულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკული თვალსაზრისით.