სიგარეტის ნამწვის ყუთები ილუზიების მუზეუმსა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიდგა

დამატების თარიღი: 29 October 2021 / 15:04

28 ოქტომბერს Lets Do It საქართველოს სოციალური პროექტის “არ დააგდო, აქ ჩააგდე” ფარგლებში, ილუზიების მუზეუმისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე სიგარეტის ნამწვისთვის განკუთვნილი ყუთები დაიდგა.
ყუთის გამოყენება მარტივია, ორი შესაძლო ვარიანტიდან ირჩევთ ერთს და თქვენთვის სასურველ კაბინაში აგდებთ ნამწვს.
კამპანიის მთავარი მიზანია, შეახსენოს მწეველებს ნამწვის მავნე თვისებების შესახებ და წაახალისოს ისინი, რომ ყველა ნამწვი მოხვდეს ურნაში.
lets do it საქართველოს კამპანიის ფარგლებში, ინტერაქციული სიგარეტის ნამწვის ყუთები თბილისის მასშტაბით 15 ლოკაციაზე განთავსდება.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace