სომხეთმა შესაძლოა გამოითხოვოს სომხეთ-თურქეთის ოქმები პარლამენტიდან

დამატების თარიღი: 02 October 2014 / 23:35

„ოფიციალური ერევანი სომხეთ-თურქეთის ოქმების პარლამენტში განხილვას სერიოზულად მოეკიდება.“ – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 69-ე გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის დროს.

სომხეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა არასოდეს არ აღიარებს სომეხი ხალხის გენოციდის არ არსებობას და რომ ეს ვერ გახდება წინაპირობა სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზაციისათვის. სარქისიანმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ორ ქვეყანას შორის ციურიხში ხელმოწერილი ოქმები მრავალი წლის განვმალობაში ყუთში დევს და რატიფიცირებას ელოდება თურქეთის პარლამენტში.

„ოფოციალური ანკარა ღიად აცხადებს, რომ აღნიშნული ოქმების რატიფიცირება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სომხეთი მთიან ყარაბაღსა და არცახს გადასცემს აზერბაიჯანს. აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის თურქეთის მოთხოვნაზე თანხმობა ჯოჯოხეთთან გაფორმებული დოკუმენტების რატიფიცირებას ნიშნავს. ჩვენი ხალხი ამ საუკუნოვან ბრძოლას ნათლად განმარტავს, იმით რომ დროა თავი დაანებოს თურქეთმა ჩვენთვის პირობების შემოთავაზებას. სწორედ ასეთ ვითარებაში და ამ მიზეზით ვაპირებთ სომხეთ-თურქეთის ოქმების სერიოზულად განხილვას პარლამენტში.“ – განაცხადა პრეზიდენტმა სარქისიანმა.

სომხეთის პირველმა პირმა გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა „გაეროს“ ყველა იმ წევრ სახელმწიფოს, რომელთაც აღიარეს და დაგმეს სომეხთა გენოციდი.

შეეხო რა მთიანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა გააკეთა კიდევ ერთი მიმართვა „გაეროს“ უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებულ 1990 წლის ყარაბაღის  რეზოლუციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „აზერბაიჯანი ახდენს დოკუმენტის სპეკულირებას, მათი დესტრუქციული პოლიტიკის გამო.“

გამოსვლის ბოლოს კი სარქისიანმა დასძინა, რომ სომხეთი მალე განათავსებს თავის სამშვიდობოებს სამხრეთ ლიბანში, როგორც მნიშვნელოვან ნაწილს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიისაში.

სრული სტატია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://www.ekhokavkaza.com/content/article/26604729.html

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace