წარმატებით დასრულდა ჩვენი მორიგი ერასმუს+ ერთობლივი პროექტი “Our planet is our only home” ავსტრიის დედაქალაქ ვენაში.
პროექტი მიზნად ისახავდა ცნობიარების ამაღლებას ისეთ თემებზე, როგორიცაა გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება, პლასტიკური დაბინძურება და ციფრული დასუფთავება .
პროექტის ფარგლებში მონაწილეებს მიეცათ შესაძლბლობა ენახათ ენერგეტიკული ელექტროსადგურის ნახვა და დასუფთავების აქტივობებში ჩართვა. პროექტის რამოდენიმე საღამო ეძღვნებოდა კულტურულ საღამოებს , რომლის დროსაც მონაწილეებს მიეცათ საშუალება გაეზიარებინათ საქართველოს კულტურა და მიეღოთ იგივე ინფორმაცია საერთაშორისო სტუდენტებისაგან.
”Green Heroes Austria” არის მწვანე არასამთავრობო პარტნიორი ორგანიზაცია ავსტრიაში, რომელიც მოზნად ისახავს ეკოლოგიის განვითარებასა და გაუმჯობესებას.
პროექტში ჩართულია 24 ახალგაზრდა ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა საქართველო, სომხეთი, უკრაინა, რუმინეთი, საფრანგეთი და გერმანია.
ჩვენი ორგანიზაციის სახელით პროექტში მონაწილეობა მიიღო სამმა მოტივირებულმა ახალგაზრდამ და დარწმუნებულნი ვართ ისინი მიღებულ ცოდნას სამომავლოდ გამოიყენებენ პროექტების წერისა და კრეატიული იდეების შექმნის მხრივ.
პროექტის ყველა ხარჯი : ფრენის ბილეთი, ადგილობრივი ტრანსპორტირება , სასტუმრო , კვება და მატერიალები დაფინანსდა ევროკომისიის ერასმუს პლუსის პროგრამის ფარგლებში.