ტრენინგი ახალგაზრდული რეფლექსი მარნეულში

დამატების თარიღი: 22 November 2017 / 13:21

2017 წლის 21 ნოემბერს, “კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა” და “მასტერფის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის” ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტ „ახალგაზრდული რეფლექსის“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგი ახალგაზრდებისთვის შემდეგ თემებზე: ადამიანის უფლებები მართლმსაჯულების ჭრილში, ახალგაზრდული აქტივიზმი და ლიდერობა, ახალგაზრდების როლი საზოგადოების განვითარებაში, სხვადასხვა სოციალური პრობლემების გადაჭრის გზები და სხვა.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სკოლის 40 მოსწავლემ და აქტიურმა ახალგაზრდამ. ღონისძიება გახლდათ ინტერქაციული და მოიცავდა პრეზენტაციას, თემატურ ვორკშოპებსა და ჯგუფურ მუშაობას. პროექტ “ახალგაზრდული რეფლექსის” მიზანია ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის გაცნობა და მის ფარგლებში გამოკვეთილი პრობლემების მოგვარება, ახალგაზრდების ჩართულობითა და გაძლიერებით ადგილობრივ დონეზე, რაც მათ თემში პოზიტიური ცვლილების საწინდარი იქნება.


პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო პოსტერები და სერთიფიკატები.

კავკასიის ახალგაზრდული კავშირი  მადლობას უხდის მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას თანამშრომლობისთვის! 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace