ტრენინგი ახალგაზრდული რეფლექსი თელავში

დამატების თარიღი: 15 November 2017 / 13:41

2017 წლის 14 ნოემბერს, “კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა” და “მასტერფის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის” ორგანიზებით, ქალაქ თელავის მე–4 საჯარო სკოლაში პროექტ „ახალგაზრდული რეფლექსის“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგი ახალგაზრდებისთვის შემდეგ თემებზე: ადამიანის უფლებები მართლმსაჯულების ჭრილში, ახალგაზრდული აქტივიზმი და ლიდერობა, ახალგაზრდების როლი საზოგადოების განვითარებაში, სხვადასხვა სოციალური პრობლემების გადაჭრის გზები და სხვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მე–10, 11 და მე–12 კლასის მოსწავლეები. ტრენინგი იყო ინტერაქციული და მოიცავდა ჯგუფებში მუშაობას, ვორქშოფებსა და პრეზენტაციებს. პროექტ “ახალგაზრდული რეფლექსის” მიზანია კვლევის გაცნობა და მის ფარგლებში გამოკვეთილი პრობლემების მოგვარება, ახალგაზრდების ჩართულობითა და გაძლიერებით ადგილობრივ დონეზე, რაც მათ თემში პოზიტიური ცვლილების საწინდარი იქნება.
პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო პოსტერები და სერთიფიკატები. კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის მე–4 საჯარო სკოლას თანამშრომლობისთვის და ამავე სკოლის მოსწავლეს რუსა კოჭლოშვილს!

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace