ტრენინგი “დემოკრატიის კულტურისკენ” ტრებნიცში

დამატების თარიღი: 19 June 2016 / 15:41

12–17 ივნიის კავკასიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაცია იმყოფებოდა ტრენინგ კურსებზე  „დემოკრატიის კულტურისკენ“,  ტრებნიცში, გერმანია.  ტრენინგს ესწრებოდა 15 მონაწილე საქართველოდან, გერმანიიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიიდან. პროექტი   დატვირთული იყო არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიებით,  სხვადასხვა აქტივობებით, ვორქშოპებით და აისბრეიქებით. ტრენინგი მოიცავდა ისეთ თემებს როგორიცაა დემოკრატიის მნიშვნელობა,  თანასწორობა და თავისუფლება, ჩართულობა და მონაწილეობა,  თანამშრომლობა და კონფლიქტების მგვარება.  მონაწილეები ასევე ეწვივნენ სირიელი ლტოლვილების ბნაკს, სადაც გეცნენ ადგილზე არსებულ ვითარებას, დაათვალიერეს ბანაკი და ჰქონდათ შესაძლებლობა ესაუბრათ  როგორც მოსახლეობასთან ასევე ბანაკის თანამშრომლებთან.

პროექტის ორგანიზატორი იყო გერმანული  არასამთავრობო ორგანიზაცია  „კრეისაუ ინიშიეითივ“,  პროექტის მეორე ეტაპი გაიმართება ოქტომებრში, საქართველოში, რომელსაც კავკასიის ახალგაზრდული კავშირი უმასპინძლებს.

კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის „კრეისაუ ინიშიეითივს“  გაწეული თანამშრომლობისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace