ტრენინგ კურსები სოციალურ მეწარმეობაზე სომხეთში

დამატების თარიღი: 03 December 2016 / 13:45

            ”კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა” და მასტერფის საქართველოს წევრებმა, მონაწილეობა მიიღეს ერასმუს+ ის ახალგაზრდულ ტრენინგ კურსში, აღვერანში, სომხეთში, 17-26 ნოემბრის ჩათვლით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ICIRLD -ის ორგანიზებით გაიმართა. ტრენინგის მთავარ თემას წარმოადგენდა სოციალური მეწარმეობა, ახალგაზრდების უმუშევრობა და ახალი შესაძლებლობების მოძიება. 28 ახალგაზრდა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან გაეცნენ სოციალური მეწარმეობის კონცეფციას, გაუზიარეს საკუთარი და ორგანიზაციის საუკეთესო პრაქტიკები ერთმანეთს, გამართეს დისკუსიები და ჯგუფური ვორქშოფები სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ახალგაზრდული სოციალური მეწარმეობა არის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შეიძლება ახალგაზრდების გაძლიერება, რომლებიც პოზიტიურ გავლენას მოახდენენ საკუთარი საზოგადოების განვითარებაზე.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace