უცხოელი სტუდენტების უფლებების დაცვის და ინტეგრაციის ცენტრის პრეზენტაცია IBSU-ში

დამატების თარიღი: 26 October 2015 / 19:27

2015 წლის 23 ოქტომბერს კავკასიის ახალგაზრდულმა კავშირმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უცხოელ სტუდენტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრის პრეზენტაცია გამართა . პრეზენტაციას ესწრებოდნენ სტუდენტები ნიგერიიდან , ინდოეთიდან , თურქეთიდან , სამხრეთ აფრიკიდან, კენიიდან . შეხვერდრა ინტერაქციული ხასიათის იყო და მსმენელმა მიიღო ამომწურავი ინფორმაცია ცენტრის მიზნებისა და საქმიანობის შესაახებ . მოხსენების დასრულების შემდეგ სტუდენტებმა გაიხსენეს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მიღებული კულტურული შოკი , იმსჯელეს ქვეყანაში არსებული ინტეგრაციის პრობლემებზე და მათი მოგვარების შესაძლო გზებზე . პროექტის მიზანია უცხოელთა ინტეგრაციის ხელშეწყობა , მათი პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება . კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას გაწეული დახმარებისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace