ქმედება ცვლილებისთვის

დამატების თარიღი: 07 March 2021 / 19:53

ორგანიზაცია “Let’s Do It Georgia”-იას ფარგლებში წარმოგიდგენთ ფოტოკონკურსს – “ქმედება ცვლილებისთვის” (ვხედავ-ვმოქმედებ-ვშველი).

კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ადამიანმა უამრავ ეპოქაში იცხოვრა. ეცნობოდა გარემოს, რომელშიც ის აღმოჩნდა. ისწავლა, იგრძნო, შეეშინდა, მამაცი გახდა, საკუთარი არსებობის გამართლების  და საზრისების ძებნას შეუდგა. იმ დონესაც კი მიაღწია, რომ სრულიად სამყარო გაასულიერა და მთლიანი დედამიწა აღიქვა ქალღმერთად. არქაული პერიოდის ადამიანი მიწის დამუშავებაზეც კი უარს ამბობდა. არქეტიპულად ქალის სხეულის თითოეული ნაწილი ბუნების სხვადასხვა ობიექტის სახით ჰყავთ წარმოდგენილი. დედამიწა მათთან გააზრებული იყო, როგორც ქალღმერთი, სადაც ქვები ქალღმერთის ძვლებს წარმაოდგენდა, თმები კი მცენარეულ საფარველს. მიწა იყო ხორცი, მდინარეები და ნაკადულები სისხლი, გამოქვაბულები კი საშვილოსნო.

და ახლა, ამ დროს, ათასწლეულების შემდეგ, კაცობრიობის განვითარების ამ საფეხურზე დავკარგეთ სამყაროს საკრალურობის განცდა და დამოკიდებულება, რომლითაც ძველი ადამიანი  მიემართებოდა მას. შედეგად ვიქეცით მომხარებელ საზოგადოებად, რომელსაც სამყარო ძღვენად ერგო, არაფერს აკეთებს მის შესანარჩუნებლად და მოსპობამდეც კი მიჰყავს. თითქოს ჩვენს მოვალეობად იქცა, იერ-სახე ვუცვალოთ ყველაფერს, რასაც ვეხებით. ამგვარად მოვწყვიტეთ დედამიწა ბუნებრივ მდგომარეობას, ავავსეთ ნარჩნებით, გამონაბოლქვით, ჭარბი სამომხმარებლო საგნებით. სწორედ ამიტომ, ფოტო პროექტი მიზნად ისახავს, რომ ადამიანები დაფიქრდნენ, დაინახონ, გააანალიზონ და შემდეგ იმოქმედონ, რადგან  თითოეული ქმედება, რომელსაც ჩავდივართ უკვალოდ არ ქრება და აუცილებლად აისახება გარესამყაროზე, კარგიც და ცუდიც.

კონკურსის პირობები:

ჩვენი ფოტო-პროექტი მოიცავს სამ ფოტო სერიას, რომელშიც ერთად უნდა იყოს თავმოყრილი ის პრობლემები, რის წინაშეც აღმოვჩნდით, მათი გამოსწორების გზები და ინდივიდუალური მიღწევა – შედეგების ასახვა.

მონაწილეებს მოეთხოვებათ გამოაგზავნონ 3 ფოტოსურათი, რომლებსაც ექნება მოთხოვნების შესაბამისი ლოგიკური ბმა. ფოტოებში ასახული უნდა იყოს:

  • სამყაროში არსებული ეკოლოგიური კრიზისები (როგორც პრობლემა).
  • ქმედითი როლი, რომელიც ადამიანს აკისრია მის წინაშე (რას აკეთებს ადამიანი ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?).
  • ქმედების შედეგი (მიახლოვება პირვანდელ სახესთან, ანუ როგორ ვცდილობთ შეცდომების გამოსწორებას).

 

ასევე მონაწილეებს მოეთხოვებათ შესრულებულ ფოტო-სერიის იდეის მოკლე აღწერა,არაუმეტეს ერთი გვერდისა.

ფოტოკონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ,როგორც პროფესიონალ,ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებს.  (15 წლიდან).

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ 7 მარტიდან- 7 მაისის ჩათვლით გამოაგზავნონ ფოტო-სურათები,შემდეგ ელ ფოსტის მისამართზე:  metidameti@gmail.com

 

ფოტოკონკურსს ეყოლება სამი გამარჯვებული : პირველ ადგილზე გასულს გამოავლენს ორგანიზაცია,ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გავა ,ფოტოსერია,რომელიც დაიმსახურებს მეტ მოწონებას და გახდება ხალხის რჩეული.

I ადგილი: ორგაზნიზაციის რჩეული : 300 ლარი

II ადგილი : ხალხის რჩეული : 100 ლარი

III ადგილი: ორგანიზაციის საჩუქრები.

ორგაზიზაცია “Let’s Do  It Georgia” იტოვებს უფლებას თქვენს მიერ გამოგზავნილი ფოტოები გამოიყენოს არაკომერციული ინტერესის შესაბამისად.

 

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ ან პირად შეტყობინებაში ან მეილზე.

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace