ღონისძიება – დახატე მშვიდობისთვის /Art For Peace

დამატების თარიღი: 01 November 2014 / 23:29

ააიპ “კავკასიის ახალგაზრდულმა კავშირმა” და “მასტერფის საქართველომ” 31 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში  ჩაატარა ღონისძიება  ”დახატე მშვიდობისთვის”, რომელზეც მოწვეული იყვნენ ახალგაზრდები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.
ღონისძიებაში მონაწილეობა 20-მდე ახალგაზრდამ მიიღო, რომლებმაც ინდივიდუალური ნახატები შეასრულეს და ამასთანავე, მშვიდობის თემისადმი მიძღვნილი ფრაზები და სიმბოლოები ერთ ტილოზეც აღბეჭდეს.
ღონისძიების მთავარი მიზანი ხელოვნების გზით მშვიდობის იდეის პოპულარიზება, ახალგაზრდებს შორის ეთნიკური, რელიგიური და სხვა განსხვავების დაძლევა და მათი დაახლოვება იყო. ქართველ ახალგაზრდებთან ერთად პროექტში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანელი, სომეხი, შრი-ლანკელი, ინდოელი, ერაყელი, თურქი, ირანელი ახალგაზრდა ხელოვანები.
ერთ-ერთ ფორმატზე ყველა მონაწილემ დახატა საკუთარი ქვეყნის დროშა და თავიანთ ენაზე დააწერეს სიტყვა  მშვიდობა.
ორგანიზაცია მშვიდობის პოპულარიზაციის თემაზე აქტიურად აგრძელებს მუშაობას მუსიკის, დიალოგით და ხელოვნების გზით. აღნიშნული ღონისძიება არ იქნება ერთჯერადი და მომავალშიც იგეგმება მსგავსი კამპანია.
“კავკასიის ახალგაზრდული კავშირი” და “მსტერფის საქართველო” მადლობას უხდის თსუს სპორტისა და კულტურის დეპარტამენტს გაწეული დახმარებისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace