შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან

დამატების თარიღი: 23 January 2019 / 17:49

23 იანვაარს კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და მასტერფის საქართველოს წევრები შეხვდნენ ნიდერლანდების სამეფოს ელჩს იოს დაუმას. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო პროექტი „Creative Twinning“-ის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხილვა და ორგანიზაციის საქმიანობის გაცნობა.
შეხვედრის ფარგლებში ასევე განვიიხილთ ერთობლივი ღონისძიებები, რომელიც 2019 წელს განხორციელდება როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს რეგიონებში. შეხვედრას ესწრებოდა ორგანიზაციის ორი ჰოლანდიელი მოხალისე, რომლებიც ასევე ჩართულები იქნებიან დაგეგმილ აქტივობებში.
კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და მასტერფის საქართველო მადლობას უხდის ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პარტნიორობისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace