ჩეჩნეთის პრეზიდენტი ამერიკას ბოსტონის მარათონის აფეთქებაში ეჭვმიტანილი პირის, ამორალურ აღზრდაში ადანაშაულებს.

დამატების თარიღი: 24 May 2013 / 19:44

  • ეჭვმიტანილების აშშ-ზე თავდასხმის მიზეზი შესაძლოა იყოს მისი ურთიერთობა რუსეთთან
  • ჩეჩენ ტერორისტებს დიდი გამოცდილება აქვთ რუსეთზე თავდასხმის, თუმცა არასდროს დასხმიან თავს დასავლეთს.
  • ექსპერტი  2004 წლის ბესლანის ტრაგედიის მიზეზად დასავლეთის სიძულვილს ასახელებს.

ჩეჩნეთის პრორუსულმა პრეზიდენტმა  ამერიკა ბოსტონის მარათონის აფეთქების ერთ-ერთი ეჭვმიტანილის მკვლელობაში დაადანაშაულა. ბოსტონში მარათონის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 170-ზე მეტი დაშავდა.აშშ-ის ქალაქ ბოსტონში მარათონის ფინიშთან მომხდარი აფეთქების ერთადერთი ეჭვმიტანილი,  26 წლის ტამერლან ცარნაევი, წარმოშობით ჩეჩენი, აფეთქებების შედეგად პოლიციის მიერ წარმოებული დაკავების ოპერაციის დროს, მასაჩუსეცის ტექნოლოგიურ ინსტიტუტის კამპუსის მახლობლად დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. 19 წლის ეჭვმიტანილს ჯოჰარ ცარნაევს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით მკვლელობის თაობაზე. პრეზიდენტი რამზან კადიროვი, თავად ყოფილი ჩეჩენი მეამბოხე, უცხადებს აშშ-ს ხელისუფლებას, რომ ნებისმიერი მცდელობა დააკავშირონ ჩეჩნები ამ ძმებთან უშედეგო იქნებოდა. რუსულენოვან განცხადებაში მან დასძინა: ‘’ისინი გაიზარდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და შესაბამისად იქ ჩამოუყალიბდათ რწმენა და დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. აუცილებელია ამ ბოროტების ფესვების ამერიკაში მოძიება. მთელი მსოფლიო უნდა იბრძოდეს ტერორიზმის წინააღმდეგ ვინაიდან ჩვენ უკეთ ვიცით, ვიდრე სხვამ. ჩვენ იმედი გვაქვს ყველა მსხვერპლის გამოჯანმრთელების ხოლო გარდაცვლილებს ჩვენ ვიგლოვებთ ამერიკელებთან ერთად’’.  ჩეჩენი წარმომავლობის მუსულმან მებრძოლებს დიდი გამოცდილება გააჩნიათ რუსეთზე დამანგრეველი ტერორისტული ტერაქტების მიტანის, თუმცა ბოსტონის მარათონის აფეთქებებში მონაწილეობა შეფასდება, როგორც პირველი შემთხვევა დასავლეთზე იერიშის მიტანის. ამერიკის შეერთებული შტატები როგორც ჩანს შესაძლოა გამხდარიყო  ჩეჩენი ტერორისტების სამიზნე ბესლანის სკოლის აფეთქების დროს ჯერ კიდევ დაახლოებით ათი წლის წინად.

წყარო:

http://www.dailymail.co.uk/news/article-2311664/Chechen-President-blames-AMERICA-Boston-bomb-suspects-acts-evil-immoral-upbringing.html

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace