სამშაბათს, ნაციონალური ასამბლეის მომხსენებელმა, გალუსტი სააკიანმა (Galust Sahakyan) უმასპინძლა ჩინეთის ელჩს, ტიან ჩანგჩუნს(Tian Changchun), რომელიც სულ მალე დაასრულებს თავის დიპლომატიურ მისიას სომხეთში.
ნაციონალური ასამბლეისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პარლამენტის თავჯდომარემ განაცხადა, რომ ჩინეთთან თანამშრომლობა სომხეთის პრიორიტეტში შედის და, რომ ეს კავშირი კიდევ უფრო გაღრმავდება. სააკიანმა ასევე მოიწონა ჩინეთის ნეიტრალური პოზიცია მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით.
სომხეთის საუკუნოვანი გენოციდის მოვლენათა შეფასების ფონზე, სააკიანმა აღნიშნა და დასძინა : „ მოვლენათა ამგვარი წყობა ემსახურება მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების დადანაშაულებას გენოციდში.“ მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ , შემდეგ წელს ჩინეთის დელეგაცია მოაწყობს შეხვედრას სომხეთის დედაქალაქში, ერევანში.
ელჩმა, ტიან ჩანგჩენმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ნაციონალური ასამბლეის თავჯდომარეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რამაც გავლენა იქონია სომხეთისა და ჩინეთის ურთიერთობაზე. მან ასევე დაამატა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
საუბრის დასასრულს, გალუსტ სააკიანმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის ელჩს თანამშრომლობისთვის და წარმატებები უსურვა სამომავლო გეგმებში.