ჩრდილოეთ კავკასიის ფედერაციული რაიონის შემადგენელი რეგიონების ლიდერებმა გააკრიტიკეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდება, რომ თავი შეეკავებინათ ამ რეგიონებში ვიზიტისაგან და შესთავაზეს ტურისტებს თავად დარწმუნდნენ, რომ აქ სტუმრობა სრულიად უსაფრთხოა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ურჩია საკუთარ მოქალაქეებს არ ჩასულიყვნენ ჩეჩნეთში, ინგუშეთში, დაღესტანსა და სტავროპოლის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილში და ამ რაიონის სხვა ადგილებსაც მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში სწვეოდნენ. ამ რჩევის მიზეზი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მოხსენებაში იყო მოცემული, გახლდათ „ტერორიზმის საფრთხის მაღალი დონე“.
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე პასუხი თავის ტვიტერზე გამოაქვეყნა: „მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკა უფრო უსაფრთხოა ვიდრე ინგლისი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.“
ინგუშეთის ლიდერმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა მსოფლიოს ყველა ტურისტს რესპუბლიკაში ჩასვლა შესთავაზა. „ჩემი მხრივ, მე მხოლოდ შემიძლია ტურისტების მოწვევა, როგორც რუსეთის ფედერაციის ყველა რეგიონიდან, ასევე მსოფლისო ნებისმიერი წერტილიდან, რომ ესტუმრონ ინგუშეთს, რათა პირადად დარწმუნდნენ, რომ ჩვენს რესპუბლიკაში მათ არაფერი ემუქრებათ და საფრთხის ქვეშ არ არიან.“ რია- ნოვოსტი აქვეყნებს ამ განცხადებას.
სტავროპოლის ტერიტორიის მმართველს ვალერი ზერენკოვს სჯერა, რომ არ არსებობს მიზეზი იმ განცხადებისათვის, რაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. „ამას ამტკიცებს როგორც, ყოველ წელს ათასობით უცხოელი მოქალაქის სტუმრობა ევროპიდან, ამერიკიდან და მსოფლიოს სხვა ნაწილებიდან, რომელიც დასასვენებლად და საქმეების წარსამართად ჩამოდიან, ასევე უცხოური ინვესტიციების მზარდი დონე.“ ამას აცხადებს სტავროპოლის ტერიტორიის მმართველი, როგორც ციტირებულია „ვესტნიკ კავკაზა“-ში.