ცენტრის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

დამატების თარიღი: 27 November 2015 / 12:17

2015 წლის 26 ნოემბერს კავკასიის ახალგაზრდულმა კავშირმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უცხოელ სტუდნტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრის პრეზენტაცია გამართა, რომლის შემდეგაც გაგრძელდა მრგვალი მაგიდა.  შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები ირანიდან , ერაყიდან, ინდოეთიან , შრი-ლანკადან. მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია პროექტისა და მისი მიზნების შესახებ. ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა ენახათ დოკუმენტური ფილმი კულტურული ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების შესახებ და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება. პრეზენტაციის დასასრულს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში, საქართველოში არსებული ინტეგრაციის პრობლემების შესახებ და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე. პროექტის მთავარი მიზანი არის უცხოელი სტუდენტების ინტეგრაციის ხელშეწყობა , მათი პრობლემების იდენტიფიცირება და დახმარება. ორგანიზაციის სახელით გვინდა მადლობა გადავუხდის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს გაწეული დახმარებისთვის.

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace