“კავკასიის ახალგაზრდული კავშირი” აცხადებს სტაჟიორების მიღებას პროექტში “უცხოელი სტუდენტების უფლებების დაცვის და ინტეგრაციის ცენტრი”. ცენტრი ორიენტირებულია საქართველოში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული უცხოელი სტუდენტების უფლებათა დაცვაზე. ცენტრის ფუნქციებში შედის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოვლენა,იურიდიული კონსულტაციის გაწევა, დანაშაულისა და კონფლიქტის პრევენცია ცნობიერების ამაღლების გზით, სტუდენტებისთვის საინფორმაციო სახის დახმარების გაწევა და ახალგაზრდების დაახლოება სხვადასხვა ღონისძიებების საშუალებით.
სტაჟირების ხანგრძლივობა – 6 თვე.
სტაჟიორებს შეეძლებათ:
-პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;
-საერთაშორისო და რეგიონულ ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობა;
-საქართველოს რეგიონებში საგანმანათლებლო პროექტის ორგანიზებაში ჩართვა;
-ინგლისურენოვანი სამუშაო გარემო, უცხოელ სტუდენტებთან მუდმივი კონტაქტი;
-ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ სხვა პროექტებში მონაწილეობა.
-სტაჟირების ბოლოს გაიცემა სერთაშორისო, ორენოვანი სერთიფიკატი.
სტაჟიორები სურვილის/ინტერესის მიხედვით განაწილდებიან ოთხ სხვადასხვა მიმართულებაში, ესენია:
1. საინფორმაციო დახმარების მიმართულება;
2.იურიდიული მიმართულება;
3.საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის მიმართულება;
4.პროექტების საორგანიზაციო მიმართულება;
თითო მიმართულებაზე დასაქმდება 3 სტაჟიორი.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 15 სექტემბერი 00:00
სააპლიკაციო ფორმა იხილეთ აქ