ნავთობმწარმოებლები, კომუნიკატორები და ფინანსისტები გამოიმუშავებენ მეტს ვიდრე სხვები.
2014 წლის 1 აგვისტოსთვის მომუშავეების რიცხვა სხვადასხვა კომპანიებსა და ორგანიზაციებში 1 511 300 მილიონი შეადგინა. მათგან 894 800 მუშაობს საჯარო, ხოლო 616 500 კი – კერძო სექტორში.
Oxu.Az გვატყობინებს, რომ ინფორმაცია მოწოდებულია სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მიერ.
„მომუშავეების 22.5% არის საგანმანათლებლო სფეროში, 18.8% ვაჭრობასა და სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებაში, 12.3% მრეწველობაში, 8.7% ჯანმრთელობისა და სოციალურ სამსახურში, 6.7% მშენებლობაში, 5% საწყობებში, 3.8% სამეცნიერო და ტექნიკურ სფეროში, 3% სოფლის მეუნეობაში, მეტყევეობასა და თევზსაშენებში, 1.8% საინფორმაციო და საკომუნიკაციო სექტორში, ხოლო 17% კი – ეკონომიკის დანარჩენ სფეროებში.
უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის იანვარ-ივლისში საშუალო თვიურმა ხელფასმა 440.8 AZN (აზერბაიჯანული მანათი) შეადგინა“ – იუწყება ოფიციალური ანგარიში.
სამთო მრეწველობის სფეროში, ფინანსური და სადაზღვევო, საინფორმაციო და საკომუნიკაციო სექტორში, აგრეთვე სამეცნიერო და ტექნიკურ დარგებში, ადმინისტრაციული და დამხმარე სახის მომსახურების სფეროებში ანაზღაურება კიდევ უფრო მაღალი იყო.
წყარო: http://www.news.az/articles/92024