🚭 არ დააგდო – ჩააგდე! ♻️ 🌍Let’s Do It Georgia იწყებს ახალ ეკო-ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ბაკურიანის ეკოლოგიის დაცვას და სიგარეტის ნამწვებით დაბინძურების შემცირებას. 🎯პროექტის მთავარი მისიაა: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სიგარეტის ნამწვით გარემოს დაბინძურების და გარემოზე მისი მავნე ზემოქმედების შესახებ. 🏔 ბაკურიანში მალე დაიდგმება 20 სპეციალური ურნა სიგარეტის ნამწვისთვის, რაც დაგვეხმარება ვიზრუნოთ ნიადაგის, წყლის სისუფთავეზე, ფლორასა და ფაუნაზე. პროექტი ხელს შეუწყობს: ♻️ ბაკურიანის ეკოსისტემის დაცვას – შემცირდება ნიადაგისა და წყლის დაბინძურება სიგარეტის ნამწვებით. 🚮 ქუჩებში ნამწვების რაოდენობა შემცირდება – მწეველებს ექნებათ მარტივი და თვალსაჩინო ალტერნატივა ურნების სახით. 🧠 გაიზრდება ეკოლოგიური ცნობიერება – მოსახლეობა უკეთ გაიაზრებს სიგარეტის ნარჩენების ზიანს გარემოზე. 💡 ჩამოყალიბდება პოზიტიური ჩვევები – დამყარდება პასუხისმგებლიანი ქცევა ნარჩენების მართვის კუთხით. 😊 კურორტი ბაკურიანი გახდება უფრო სუფთა და მიმზიდველი – როგორც ადგილობრივებისთვის, ისე დამსვენებლებისთვის. 💚ჩვენ გვჯერა, რომ ეკო-ცნობიერების ზრდა და სწორი ჩვევების ჩამოყალიბება შესაძლებელია პოზიტიური გზებით, კრეატიულად, მარტივად და საინტერესოდ. 👉 ერთად დავიცვათ ნიადაგის და წყლის სისუფთავე! 📌ინიციატივა ხორციელდება ფილიპ მორის საქართველოსთან თანამშრომლობით.