
კრედო ბანკის „მწვანე ანაბრის“ პროექტის ფარგლებში საბადურის ტყეში გაიმართა მასშტაბური დასუფთავების აქცია,
ღონისძიების მიზანი იყო გარემოს დაცვა, ეკო-ცნობიერების ამაღლება და რეკრეაციული სივრცეების სისუფთავის შენარჩუნება.

ერთდღიანი აქტივობის შედეგად:

 ღონისძიებაში ჩაერთო 70-მდე მოხალისე
 შეგროვდა 800 კგ-მდე ბუნებისთვის საზიანო ნარჩენი
 ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა გარემოსდაცვითი თემატიკის ვიქტორინა, სადაც მონაწილეებმა თავიანთი ცოდნა და ეკო-ცნობიერება გამოსცადეს.
 ვიქტორინაში გამოვლინდა 30 გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდნენ ეკო-მეგობრული, მრავალჯერადი გამოყენების ნივთებით —
 ბრენდირებული ნაჭრის ჩანთით, თერმო ჭიქითა და ბოთლით.

ჩვენი ორგანიზაციის სახელით განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პარტნიორს — კრედო ბანკს, რომლის მხარდაჭერის გარეშე ეს მნიშვნელოვანი აქტივობა ვერ განხორციელდებოდა. ჩვენ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ თანამშრომლობას , წინ ბევრი ეკო-ინიციატივა გველის.

ასევე მადლობა პროექტის ყველა მოხალისეს და პარტნიორს, რომლებიც მხარში დაგვიდგნენ ამ პროექტის განხორციელებისთვის:
 ალდაგი
 Lolu ჯგუფი
 ქლინ სერვისი
 ეკო ვუდი
 იტერა ჯგუფი
 RS Line
 ერთად ვქმნით სუფთა და მდგრად გარემოს მომავლისთვის.
 შენც შეგიძლია გახდე ბუნების მეგობარი — შემოგვიერთდი!
