“გახდი ბუნების მეგობარი”-უჯარმის ციხე

დამატების თარიღი: 05 September 2025 / 13:00

🗓️📍კრედო ბანკის „მწვანე ანაბრის“ პროექტის ფარგლებში გაიმართა მასშტაბური ღონისძიება უჯარმის ტყეში , დავასუფთავეთ ტყე, ციხე და მისი მიმდებარე ტერიტორია.

🌿 ღონისძიების მთავარი მიზანი იყო გარემოს დაცვა, ეკო-ცნობიერების ამაღლება და უნიკალური რეკრეაციული სივრცის უჯარმის ტყის სისუფთავის შენარჩუნება.

📌 ერთდღიანი აქტივობის ფარგლებში:

🌱🙌 მონაწილეობა მიიღო 50-მდე მოხალისემ

🚮 დასუფთავდა 300,000 კვ.მ ფართობი

♻️ შეგროვდა 1000+ კგ ნარჩენი, მათ შორის დამსხვრეული მინის ბოთლები და შუშები, რომლებიც სპეციალური ტომრებით და მოწყობილობებით შეიკრიბა.

🌿 ადგილზე ჩატარდა გარემოსდაცვითი თემატიკის ვიქტორინა, სადაც მონაწილეებმა თავიანთი ეკო-ცოდნა გამოცადეს.

🏆 გამოვლინდა 30 გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდნენ ეკო-მეგობრული, მრავალჯერადი გამოყენების ნივთებით —

🎁 ბრენდირებული ნაჭრის ჩანთებით, თერმო ჭიქებითა და წყლის ბოთლებით.

💚 მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორს — კრედო ბანკს, რომლის მხარდაჭერის გარეშე აქტივობა ვერ განხორციელდებოდა.

🙌🤝ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას და ერთად ვგეგმავთ ახალ ეკო-ინიციატივებს!

🌍 შენც შეგიძლია გახდე ბუნების მეგობარი — შემოგვიერთდი მომდევნო აქტივობებზე!

#დასუფთავება#ეკოინიციატივა#მწვანეანაბარი#კრედობანკი#უჯარმისტყე#გახდიბუნებისმეგობარი#ეკოგმირები#დავიცვათგარემო

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace