2017 წლის 22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოში ჩატარდა მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებები, რომელშიც Let’s do it-Georgia-მ აქტიურად მიიღო მონაწილეობა. ორგანიზაციის მოხალისეებმა დაასუფთავეს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია. ორგანიზაცია მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაციებს და სრულიად ყველა მონაწილეს გაწეული თანამშრომლობისთვის და შეახსენებს მათ რომ მსგავსი აქტივობები სამომავლოდ კიდევ მრავალი დაიგეგმება, რომლებიც მიმართული იქნება სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნისკენ.