ერასმუს + ის ახალგაზრდული პროექტი სომხეთში

დამატების თარიღი: 05 October 2017 / 12:43

2017 წლის 24 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით „მასტერფის საქართველოსა“ და „კავკასიის ახალგაზრდული კავშირის“ დელეგაცია იმყოფებოდა ერასმუს+ ის ახალგაზრდულ გაცვლით პროექტზე “From Happiness to Wellness” ქალაქ სტეფანავანში, სომხეთში.

საქართველოს დელეგაციასთან ერთად პროექტში წარმოდენილი იყვნენ ახალგაზრდები საფრანგეთიდან, ნორვეგიიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან. პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების დაახლოება, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და ბედნიერების გზების მოძიება. პროგრამა მოიცავდა ჯგუფურ სამუშაოებს, ვორქშოფებს, პრეზენტაციებს, როლურ თამაშებს, ინტერკულტურულ საღამოებს და არაფორმალური განათლების სხვადასხვა ელემენტებს. ახალგაზრდები აგრეთვე გაეცნენ აღმოსავლურ ტრადიციებზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებს, რომელთა საშუალებითაც ადამიანს შეუძლია მოიპოვოს სულიერი და გონიერი სიმშვიდე საკუთარ სხეულთან მშვიდობიანი თანაცხოვრებით. პროექტის განმავლობაში მონაწილეები ესტუმრნენ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს, შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და გაუზიარეს საკუთარი კულტურული მახასიათებლები და ღირებულებები.

პროექტის ბოლო დღეს მონაწილეები ესტუმრნენ ქალაქ ერევანს. მასტერფის საქართველო და კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის კოორდინატორ ნორვეგიულ ორგანიზაციასა და მასპინძელ ორგანიზაციას „ინტერკულტურული კვლევებისა და სწავლების საერთაშორისო ცენტრს“.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace