ერასმუს+ ის პროექტი ბაკურიანში

დამატების თარიღი: 20 December 2021 / 13:30

Erasmus + ფარგლებში 3-13 დეკემებერს ბაკურიანში განხორციელდა პროექტი სადაც ექვსი სხვადასხვა ქვეყნიდან შეიკრიბა 30 ახალგაზრდა . (საქართველო, უკრაინა, რუმინეთი, გერმანია, იტალია, აზერბაიჯანი) პროექტის სახელწოდება არის პოზიტიური ახალგაზრდობა ერთიანობისთვის .
თემები
  • მოტივაცია
  • თვითგანვითარება
  • პროფესიული განვითარება
  • ინტერკულტურალიზმი
  • ახალი პარტნიორობა
არაფორმალური სწავლების მეთოდის გამოყენებით პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში COVID-19 კრიზისის შემდეგ , დაებრუნებინა პოზიტივი , ჰარმონია საკუთარ თავთან , ინფორმირებულობა და მშვიდობიანი თანაცხოვრება ტოლერანტობის ხელშეწყობის მიზნით.
პროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენდა ახალგაზრდებს შორის კულტურათა მიმოცვლა . აღსანიშნავია კულტურული საღამოები, რომლის ფარგლებშიც თითოეული ქვეყნის წარმომადგენელს შესაძლებლობა მიეცა , სხვა მონაწილეებისთვის გაეცნო საკუთარი ქვეყნის ისტორია , ტრადიციები , კულუტრა , მუსიკა და საზმარეულო.
კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის ორგანიზატორებს გაწეული შრომისთვის და თითოეულ მონაწილეს ნდობისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace