ერასმუს + ტრეინინგ კურსი “Healthy mind healthy body”

დამატების თარიღი: 29 October 2023 / 13:35

📌🗓️21-დან 29 ოქტომბრამდებაკურიანში Masterpeace Georgia-ს და Materpeace Netherlands -ს ორგანიზებით კიდევ ერთი ერასმუსის ტრენინგ კურსი განხორციელდა- “Healthy mind healthy body ” .

🙌პროექტმა გააერთიანა ახალგაზრდული მუშაკები ევროპის 7 ქვეყნიდან: საქართველო, ჰოლანდია უკრაინა,სომხეთი , გერმანია, სლოვაკეთი, რუმინეთი

.

📎📌ტრენინგ კურსი მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მუშაკებისათვის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის გაძლიერებას, ინიციატივისა და მოტივაციის გრძნობის გაძლიერებას , რათა მოხდეს ცვლილებები ინკლუზიური და მშვიდობიანი საზოგადოებების შესაქმნელად, ხელი შეუწყო ახალგაზრდა მუშაკთა პიროვნულ განვითარებას ახალ სიტუაციებთან ადაპტაციისა და თავდაჯერებულობის ჩამოყალიბების გზით.

✅პროექტის განმავლობში ჩატარდა აქტივობები, რომლებმაც ხელი შეუწყო მტკიცე გუნდის ჩამოყალიბებასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას.

🟢☑️პროგრამა დატვირთული იყო ინფორმატიული სემინარებითა და ვორქშოპებით, რომლებშიც მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები.

📍26 ოქტომბერს მოეწყო ექსკურსია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სადაც მონაწილეებმა მოინახულეს უძველესი ეკლესია-მონასტრები და ასევე ეწვივნენ ქალაქ ბორჯომის პარკს.

✅💚პროექტის განმავლობაში Materpeace -სთან ერთად დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტები , რომელშიც პროექტში ჩართული წარმომადგენლები და ახალგაზრდა მუშაკები მიიღებენ მონაწილეობას .

🙌✅მოხარულები ვართ, რომ პროექტმა მიაღწია მთავარ მიზნებს, განავითარა მდგრადი კონპეტენციები მონაწილეებში და ჩამოაყალიბა მჭიდრო და ღირებული კავშირები.

🇪🇺🇪🇺 პროექტი ჩატარდა ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, ჰოლანდიის ნაციონალური სააგენტოსთან თანამშრომლობით.

MasterPeace

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace