ერასმუს + „Cool Leaders Academy 2025“

დამატების თარიღი: 09 December 2025 / 16:44

🎯პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ლიდერებისა და ახალგაზრდული მუშაკების გაძლიერებას გარემოსდაცვითი განათლების, ეკო-მესიჯების გავრცელებისა და ციფრული პასუხისმგებლობის მიმართულებით.

🌎პროექტში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები საქართველოდან, ნიდერლანდებიდან, უკრაინიდან, ხორვატიიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან და სომხეთიდან 🇬🇪🇳🇱🇺🇦🇭🇷🇵🇱🇩🇪🇦🇲.

ეს მრავალფეროვანი გუნდი გაერთიანდა საერთო მიზნისთვის , შევქმნათ ეკო-ცნობიერი და აქტიური ლიდერები, რომლებიც საკუთარ თემებში განავითარებენ გარემოსდაცვით ინიციატივებს.

🎯 პროექტის მიზნები იყო:

✅ ახალგაზრდების ჩართვა გარემოსდაცვითი და კლიმატის საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლების პროცესში;

✅ ეკო-ტრენერების ჩამოყალიბება, რომლებიც საკუთარ თემებში ცოდნის გამავრცელებლები გახდებიან;

✅ თანამშრომლობის გაძლიერება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საერთო ეკო-მიზნებისთვის;

✅ ცნობიერების ამაღლება World Cleanup Day და Digital Cleanup Day ინიციატივების მნიშვნელობაზე;

✅ MasterPeace-ის საგანმანათლებლო მოდელის “Cool Leader“ დანერგვა, რომელიც ეხმარება ახალგაზრდებს განვითარებაში ინოვაციური სწავლების მეთოდების მეშვეობით.

🧩 პროექტის ფარგლებში გაიმართა მრავალფეროვანი ტრენინგები, ვორქშოპები და პრაქტიკული აქტივობები, რამაც მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა შეიძინონ ახალი ცოდნა, განივითარონ ლიდერული და გუნდური უნარები, ისწავლონ ეფექტური კომუნიკაცია და გაეღრმავებინათ ცოდნა გარემოსდაცვითი მიმართულებით.

მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიებში, ჯგუფურ დავალებებსა და პრეზენტაციებში, რაც მათ დაეხმარა უკეთ შეეგრძნოთ საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა.

🌱 მონაწილეები დაბრუნდნენ თავიანთ თემებში მოტივირებულნი, გაავრცელონ მიღებული ცოდნა და იმოქმედონ გარემოსა და საზოგადოების სასარგებლოდ.

📌პროექტი მხარს უჭერს EU Green Deal, პარიზის შეთანხმებას და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (UN SDGs), რაც კიდევ უფრო აძლიერებს პროექტის მნიშვნელობას გლობალურ კონტექსტში.

🤝 პროექტი განხორციელდა ორგანიზაციების MasterPeace და Let’s Do It Georgia თანამშრომლობით, ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის მხარდაჭერით.

🙏განსაკუთრებული მადლობა ორგანიზატორებს, ტრენერებსა და მონაწილეებს აქტიური ჩართულობის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace