ინტერკულტურული დიალგი

დამატების თარიღი: 12 December 2015 / 16:55

2015 წლის 11 დეკემბერს უცხოელ სტუდენტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ინტერკულტურული საღამო, რომელსაც ქართველ მონაწილეებთან ერთად ესწრებოდნენ სტუდენტები ნიგერიიდან, შრი-ლანკიდან, ინდოეთიდან და ანტიგუა და ბარბუდადან. პროექტის მიზანი განსხვავევბული ეროვნების ადამიანთა დაახლოება და ინტეგრაციის კუთხით არსებული პრობლემების აღმოფხვრაა, სწორედ ამიტომ, მათ ისაუბრეს იმ ღირებულებებზე, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის საერთოა. ახალგაზრდებმა ერთმანეთს გაუზიარეს პირადი გამოცდილება. 

ღონისძიების დასასრულს გაიმართა ფილმის ჩვენება-დისკუსია ინტერკულტურულ თემატიკაზე. მონაწილეებს მიეცათ საშუალება ღიად ესაუბრათ საქართველოში არსებულ ინტეგრაციის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტი უცხოელი სტუდნეტია ჩართული მსგავს აქტივობებში. ცენტრი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ამ კუთხით საქამინობას. 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace