მოგეხსენებათ, პროექტი ACT-ის ფარგლებში არაერთ ხელოვანთან გვითანამშრომლია, სწორედ ასეთი ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია მარიამ დოკვაძე, რომელიც ჩვენს არაერთ ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას.
ჩვენ გვიხარია, იმის გაზიარება, რომ პროექტ ACT-ის ფარგლებში ჩვენი წვლილი შეგვაქვს ახალგაზრდა, ნიჭიერი მომღერლების გაძლიერებაში.
ამჯერად, მარიამი პროექტ Voice-ში იღებს მონაწილეობას, სადაც მან წარმატებით გადალახა არაერთი შესარჩევი ეტაპი და ახლა მას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება.
ჩვენი ორგანიზაცია წარმატებებს უსურვებს მარიამს, როგორც ამ პროექტში მოღვაწეობის განმავლობაში, ასევე მის კარიერულ წინსვლაში.