“ახალგაზრდული რეფლექსი 2.0-ის” ტრენინგი სოფელ ხიხანში

დამატების თარიღი: 13 January 2019 / 18:20

10 იანვარს პროექტ “ახალგაზრდული რეფლექსი 2.0”-ის ფარგლებში სოფელ ხიხანის სათემო სახლში მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი “იცოდე შენი უფლებები”. ტრენინგის მიზანი იყო სოფელ ხიხანში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ოჯახში ძალადობა, მსუბუქი ნარკოდანაშაულები და პოლიციასთან ურთიერთობა. ამასთანავე, ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის ამაღლების გარდა ტრენინგის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენდა მათი არაფორმალურ განათლებაში ჩართულობის ხელშეწყობა.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace