როგორ მოქმედებს ფოიერვერკი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

დამატების თარიღი: 27 December 2021 / 14:28

ფოიერვერკი ახალი წლის დღეებისა და სხვა დღესასწაულების ერთ-ერთ მთავარ ნაწილად იქცა. იმედია, განწყობას არ გაგიფუჭებთ, თუ გეტყვით, რომ არაჩვეულებრივი სანახაობის შემქმნელი ეს სადღესასწაულო ატრიბუტი გარემოსა და ადამიანებისთვის არცთუ ისე უსაფრთხოა.
ფოიერვერკს ატმოსფეროში გამოაქვს ქიმიკატების კოქტეილი, რომელთა უმეტესობა საზიანოა როგორც ადამიანებისთვის ისე გარემოსთვის. ფოიერვერკის თვალსაჩინო ფერებს ქმნის მეტალის ისეთი ნაერთები, როგორიცაა ბარიუმი და ალუმინი, რომელსაც ცხოველებისა და ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია.
გარდა ამისა, აფეთქებისთვის საჭირო ჟანგბადის შესაქმნელად, ბევრი ფოიერვერკი შეიცავს ისეთ მავნებელ ნივთირებას რომლებიც იხსნებიან წყალში რამაც შესაძლოა, მდინარეების, ტბებისა და სასმელი წყლის დაბინძურება გამოიწვიოს.
და ბოლოს, ფოიერვერკი უშვებს კვამლის ღრუბელსა და მტვრის მცირე ნაწილაკებს, რომელიც ჰაერის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace