
OceanLove- ის და Lets Do it Georgia-ს ერთობილი თანამშრომლობით იწყება საპროექტო იდეების მიღება, რომლის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 10 000 ევროს. 
კონკურსი მიზნად ისახავს ოკეანის და წყლის დაცვისთვის განკუთვნილი კრეატიული იდეების მხარდაჭერას. ვიწვევთ სხვადასხვა სფეროს შემოქმედ ადამიანებს, ინოვატორებს და ლიდერებს, რომ გაგვიზიარონ თავიანთი კონცეფციები, რომელიც მიზნად ისახავს წყალთან, ზღვებთან, მდინარეებთან და ოკეანეებთან დაკავშირებულ გამოწვევებისა და პრობლემების მოგვარება/აღმოფხვრას.

გახდით ინკლუზიური საზოგადოების ნაწილი, სადაც თქვენი საწყისი იდეები მიიღებს მხარდაჭერას, კონსულტაციას და გლობალურ აღიარებას.
Ocean Love- ის მისიაა – ოკეანისადმი სიყვარულის გავრცელება. ჩვენ ვცდილობთ გავუღვივოთ ადამიანებს სიყვარული და ჩართულობა წყლების, ოკეანეების დასაცავად, ვინაიდან წყალი სიცოცხლის საწყისია.
Ocean Love-ის მიზნებია:
გლობალური კრეატიული იდეების მობილიზება.
ინოვაციური, ოკეანის გამოწვევებზე ორიენტირებული მოგვარების გზების ძიება
თქვენი იდეების პრაქტიკული მხარდაჭერა და გაზიარება.
ინკლუზიური თანამშრომლობის ხელშეწყობა.
გლობალურ, მდგრად განვითარებასთან შესაბამისობა.

თქვენი საპროექტო ინიციატივა შეიძლება უკავშირდებოდეს საქართველოში, მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და ზღვის წყლებზე ზრუნვას.
კონკურსის პირველ ეტაპზე შეირჩევა 20 საუკეთესო იდეა.

კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყება 22 სექტემბრიდან, რომლის ფარგლებშიც მეორე ეტაპზე გადასულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ შესაბამისი ტრენინგი. ჩვენი მენტორების და გამოცდილი პროექტების მწერლების დახმარებით თქვენი იდეა ჩამოყალიბდება სტრქუტურულად და მზად იქნება გამარჯვებისთვის.

კონკურსის ფარგლებში დაგეგმილია 10-15 გამარჯვებული პროექტის გამოვლენა, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტები და კვალიფიციური ჟიური გამოავლენენ. გამარჯვებული იდეები წარგებიან ბარსელონაში, Ocean Love- ის ყოველწლიურ კონფერენციაზე.
ერთად შევქმნათ ჩვენი ოკეანეების და წყლების, სუფთა, მდგრადი მომავალი.