სიგარეტის ნამწვის ყუთი ზოოპარკში დაიდგა

დამატების თარიღი: 07 July 2021 / 15:30

7 ივლისს Lets Do It საქართველოს სოციალური პროექტის “არ დააგდო, აქ ჩააგდე” ფარგლებში, ზოოპარკში, რიგით მესამე ინტერაქციული სიგარეტის ნამწვისთვის განკუთვნილი ყუთი დაიდგა.

ყუთის გამოყენება მარტივია, ორი შესაძლო ვარიანტიდან ირჩევთ ერთს და თქვენთვის სასურველ კაბინაში აგდებთ ნამწვს.

კამპანიის მთავარი მიზანია, შეახსენოს მწეველებს ნამწვის მავნე თვისებების შესახებ და წაახალისოს ისინი, რომ ყველა ნამწვი მოხვდეს ურნაში.

lets do it საქართველოს კამპანიის ფარგლებში, ინტერაქციული სიგარეტის ნამწვის ყუთები თბილისის მასშტაბით 15  ლოკაციაზე განთავსდება.

და რაც მთავარია, #არდააგდო, #აქჩააგდე

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace