კიდევ ახალი, კარგი ამბავი, მათთვის, ვისაც სამუშაო გამოცდილების დაგროვება სურს.
ჩვენ ვეძებთ ყველაზე მოტივირებულ, შემოქმედებით ახალგაზრდებს!
Let’s do it – Georgia აცხადებს 5 თვიან სტაჟირების პროგრამას, დასაქმების პერსპექტივით, სამ სხვადსხვა პოზიციაზე:
1. PR მიმართულება;
2. პროექტების თანაშემწე;
3. პროექტების ტექნიკურ-ლოჯისტიკის მიმართულება;
ორგანიზაციის ამჟამინდელი პროექტებია :
„არ დააგდო აქ ჩააგდე“ და 2021 წლის მსოფლიო დასუფთავების დღე (WORLD CLEANUP DAY 2021)
ჩვენთან სტაჟირებით თქვენ შეძლებთ:
1. ჩაერთოთ ორგანიზაციის გუნდის გადამზადების პროგრამაში;
2. მონაწილეობა მიიღოთ საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში;
3. დაეხმაროთ შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს;
4. დაამყაროთ საქმიანი კავშირები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან;
5. ისწავლოთ და ჩაერთოთ ღონისძიებების დაგეგვმა/განხორციელებაში;
6. იმუშაოთ თქვენი, გარემოსდაცვითი პროექტების ორგანიზებაზე ჩვენი გუნდის დახმარებით.
– სტაჟიორის მოვალეობები იქნება:
1. შეასრულოს მასზე გადანაწილებული მცირე დავალებები;
2. ჩაერთოს ორგანიზაციის გუნდურ მუშაობაში;
3. გამოიჩინოს ინიციატივა სხვადასხვა მიმართულებით;
4. იყოს აქტიურად ჩართული ორგანიზაციის საქმიანობაში;
სამუშაოს ხანგრძლივობა კვირაში 20 საათი ( მოქნილი გრაფიკი)
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 12.05.2021
სტაჟირების მსურველებმა გთხოვთ გამოგზავნოთ სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა) და CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე:
letsdoitgeorgia@gmail.com