ტრეინინგ კურსი “Our Planet is our only home”

დამატების თარიღი: 18 June 2024 / 17:08

🌍 წარმატებით დასრულდა ჩვენი მორიგი ერასმუს+ ერთობლივი პროექტი “Our planet is our only home” ავსტრიის დედაქალაქ ვენაში.

📍პროექტი მიზნად ისახავდა ცნობიარების ამაღლებას ისეთ თემებზე, როგორიცაა გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება, პლასტიკური დაბინძურება და ციფრული დასუფთავება .

✅პროექტის ფარგლებში მონაწილეებს მიეცათ შესაძლბლობა ენახათ ენერგეტიკული ელექტროსადგურის ნახვა და დასუფთავების აქტივობებში ჩართვა. პროექტის რამოდენიმე საღამო ეძღვნებოდა კულტურულ საღამოებს , რომლის დროსაც მონაწილეებს მიეცათ საშუალება გაეზიარებინათ საქართველოს კულტურა და მიეღოთ იგივე ინფორმაცია საერთაშორისო სტუდენტებისაგან.

🇦🇹”Green Heroes Austria” არის მწვანე არასამთავრობო პარტნიორი ორგანიზაცია ავსტრიაში, რომელიც მოზნად ისახავს ეკოლოგიის განვითარებასა და გაუმჯობესებას.

📌 პროექტში ჩართულია 24 ახალგაზრდა ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა საქართველო, სომხეთი, უკრაინა, რუმინეთი, საფრანგეთი და გერმანია.

🇬🇪 ჩვენი ორგანიზაციის სახელით პროექტში მონაწილეობა მიიღო სამმა მოტივირებულმა ახალგაზრდამ და დარწმუნებულნი ვართ ისინი მიღებულ ცოდნას სამომავლოდ გამოიყენებენ პროექტების წერისა და კრეატიული იდეების შექმნის მხრივ.

🇪🇺 პროექტის ყველა ხარჯი : ფრენის ბილეთი, ადგილობრივი ტრანსპორტირება , სასტუმრო , კვება და მატერიალები დაფინანსდა ევროკომისიის ერასმუს პლუსის პროგრამის ფარგლებში.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace